მდინარაძე: ცალ კარში თამაში მიდის. მე მეგონა, რომ ასეთ მძიმე პრობლემასთან ბრძოლის ნაწილი გახდებოდა ჩვენი ოპოზიცია

„გარანტირებულად, შეთანხმებას შევასრულებთ, რომელ შეთანხმებაშიც შედის, რომ გადავალთ ისევ შერეულზე, მაგრამ 30/120/30 მოდელზე. თუ ადრე პრაქტიკაში ასე იყო, რომ ამ ყველაფერს ჭირდებოდა სამი და ოთხი თვე, ჩვენ შეიძლება მაქსიმუმ ორ კვირაშიც კი ეს ყველაფერი დავამთავროთ. ჩვენ ეს პროცესი პრაქტიკულად დაწყებული გვაქვს, საგანგებო მდგომარეობამ გააჩერა და მორჩება თუ არა საგანგებო მდგომარეობა, ჩვენ შევძლებთ სახალხო განხილვა მათ შორის, დისტანციურად ჩავატაროთ და ეს შეთანხმება აღვასრულოთ. ამით ჩვენ გადავალთ საარჩევნო რეჟიმზე, სადაც უკვე ხალხი მიიღებს გადაწყვეტილებას“.

ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მამუკა მდონარაძემ POSTV-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა.

მამუკა მდინარაძის თქმით, პოლიტიკური პროცესი არ არის გაჩერებული.

მისივე შეფასებით, რიგი ოპოზიციური პარტიების ქმედებების გამო ეს პროცესი მას ცალ კარში თამაშს აგონებს.

„ ცალ კარში თამაში მიდის. მე მეგონა, რომ ასეთ მძიმე პრობლემასთან ბრძოლის ნაწილი გახდებოდა ჩვენი ოპოზიცია. რა თქმა უნდა, ვიღაცები თავს იკავებენ და მხოლოდ იმით შემოიფარგლებიან, და ეს მისასალმებელია, რომ მოუწოდებენ საზოგადოებას, რომ დარჩნენ სახლში, შეასრულონ რეკომენდაციები, მაგრამ სხვა ნაწილი, განსაკუთრებით ის პარტია, რომელიც ცნობილია ასეთი მოქმედებებით, არ იკავებს თავს და თუ ხანდახან ტეევიზორსაც შევხედავთ, ვნახავთ, რომ აღარ იციან რა ქნან. რაც შეეხება იმას, თუ რა იქნება პოლიტიკურ ველზე და როდის მოვრჩებით ამ ცალ კარში თამაშს. ხალხი ყველაფერს ძალიან კარგად ხედავს. მთავრობა, პარლამენტი და ყველა სტრუქტურა როგორ შეთანხმებლად და დალაგებული მენეჯმენტით მოქმედებს. ეს ცალ კარში თამაში მალე მორჩება იმედია. ორ და სამ კვირას არ ვგულისხმობ, გავუმკლავდებით ამ გამოწვევას, გავიმარჯვებთ ამ ბრძოლაში, და ჩვენ შევალთ იმ ფაზაში, როდესაც ჩვენ გვექნება არჩევნები“,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე განცხადებით, ოპოზიციასთან შეთანხმებით , შესაბამის კანონმდებლობში ცვლილებების განხორციელება შემჭიდროვებულ ვადებში მოხდება.

„ჩვენ მადლობა უნდა გადავუხადოთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რადგან მათი უდიდესი ჩართულობით იყო მიღწეული ეს შეთანხმება. შესაბამისი საკანონდებლო ცვლილებებიც მოყვება ამას საარჩვენო კოდექსში. ჩვენ ოპოზიციასთან შევთანხმდით და ამ შემთხვევაში ოპოზიციის უდიდესი ნაწილი იყო ძალიან კონსტრუქციული, რომ ჩვენ შემჭიდროვებულ ვადებში მოვახერხებთ ამ ცვლილებების შეტანას“,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად