მდინარაძე: “სვეტისგან” დაზარალებული 2500 მობინადრის პრობლემა გადაწყდა, ბრავო კალაძეს!

მდინარაძე: 2500 დაზარალებული ოჯახის პრობლემა გადაწყდა, ეს კახი კალაძის კიდევ ერთი დიდი წარმატებაა-ამის შესახებ, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

“ეს არის თბილისის მერიის და კახი კალაძის კიდევ ერთი ძალიან დიდი წარმატება. რამდენიმე წუთის წინ ჩვენ მოვისმინეთ ძალიან კარგი ამბავი იმის შესახებ, რომ 2500 დაზარალებული ოჯახის პრობლემა გადაწყდა.

ბუნებრივია და კახის ბრიფინგიდანაც ჩანდა, რომ ადვილი არ იქნებოდა ამ პრობლემის მოგვარება. როგორც ჩანს პროცესში იყო გარკვეული უიმედობებიც, მაგრამ საბოლოოდ ამ საკითხის გადაწყვეტა არის ქალაქის მერიის და პროცესში ჩართული ყველა მხარის ძალიან დიდი წარმატება.

თავის მხრივ ეს ძალიან კარგი ამბავი იმედს იძლევა, რომ მსგავსი წარმატებით დასრულდება სხვა ანალოგიური საკითხები და ოჯახები, რომლებიც იყვნენ დაზარალებულები სხვადასხვა სამშენებლო კომპანიების მიერ, მიიღებენ თავის კუთვნილს. ვულოცავ ყველა ოჯახს, ვისი პრობლემაც უკვე გადაწყდა, კახის კი კიდევ ერთი და მორიგი ბრავო”,-განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, “სვეტისგან” დაზარალებულ 2500 მობინადრეს m2 აუშენებს საცხოვრებელ ფართებს. კომპანია „სვეტის“ თბილისში მდებარე სამ შეჩერებულ პროექტს m2 გადაიბარებს. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტსა და დეველოპერულ კომპანია „m2 უძრავი ქონებას“ შორის დღეს გაფორმდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...