მდინარაძე “სირცხვილია”-ს აქციაზე: ვერავინ  გაიგო, რა შუაში იყო გუშინდელ აქციასთან ოკუპაცია

“ვერავინ  გაიგო, რა შუაში იყო გუშინდელ აქციასთან ოკუპაცია, სამწუხაროდ, ამ თემას სპეკულირებისთვის იყენებენ”.

ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ 20 სექტემბერს, პარლამენტის წინ გამართულ აქციასთან დაკავშირებით  ჟურნალსიტებს განუცხადა და განმარტა, რომ მმართველი გუნდისთვის ნებისმიერი საფუძვლიანი კრიტიკა მისაღებია.

„გუშინ ბევრი ადამიანი ამბობდა და შეიძლება, დავეთანხმო კიდეც: რა შუაში იყო ოკუპაცია გუშინ ვერავინ გაიგო, მხოლოდ სპეკულირებისთვის იყენებენ ეს ადამიანები ამას. სამწუხაროდ, რაღაც თამაშს დაემსგავსა იმ წესებით, რომელიც რეალობასთან შეხებაში არ არის. ჩვენ მივიღებთ ნებისმიერ, თუნდაც ერთი ადამიანისაგან პროტესტს და კრიტიკას, თუ მას რამე საფუძველი გააჩნია, მაგრამ როდესაც მოგონილი და აბსოლუტურად ტყუილი ბრალდებებით ხდება რაღაცის გაპროტესტება, ბუნებრივია, ეს საზოგადოების აღქმაშიც არ ჩანს კარგად. მათი მრჩეველი ვერ ვიქნები, მაგრამ ამ საყოველთაო ე.წ. მობილიზაციის ფონზე, ჩვენ გუშინ ვნახეთ, რომ არ გააჩნიათ რესურსი, ტყუილები ბოლომდე გაიტანონ საზოგადოებაში. ტყუილების გატანის რესურსი საქართველოში არასდროს არავის უნდა ჰქონდეს და ჩვენი მხრივ პასუხისმგებლობასაც ვიღებთ კონკრეტულ დეტალებთან დაკავშირებით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ: აქციას გუშინ, პარლამენტთან მოძრაობა „სირცხვილიას“ ორგანზიებით აქცია გაიმართა, რომელსაც სხვადასხვა პოლიტიკურის პარტიის  წარმომადგენლები და მხარდამჭერები შეუერთდნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად