მდინარაძე: შეიძლება შეზღუდვების მოხსნა დაიწყოს, მხოლოდ ამაში ხელი აუცილებლად უნდა შეგვიწყოს მოსახლეობამ

ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე მამუკა მდინარაძემ ტვ „იმედის“ ეთერში განაცხადა.​

მისი თქმით, სწორმა მენეჯმენტმა და  საზოგადოების სწორმა მონაწილეობამ ამ ბრძოლაში, მისცა ხელისუფლებას შესაძლებლობა შეზღუდვების მოხსნაზე ლაპარაკის დასაწყებად.

„რომ არა სწორი მენეჯმენტი, ჩვენ პიკს ალბათ უფრო ვიგრძნობდით და გვექნებოდა გარკვეული აფეთქება, ამიტომ ქვეყანა და ხელისუფლება აძლევს თავს უფლებას, რომ შეზღუდვების მოხსნა დაიწყოს,  რადგან არ გვაქვს ისეთი მრუდი, რომელსაც პიკს დავარქმევდით. შეიძლება შეზღუდვების მოხსნა დაიწყოს, მხოლოდ ამაში ხელი აუცილებლად უნდა შეგვიწყოს მოსახლეობამ. მარტო ხელისუფლება ვერაფერს გააკეთებდა რომ არა საზოგადოების უდიდესი ნაწილის პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება. ხელისუფლების სწორმა მენეჯმენტმა და საზოგადოების სწორმა მონაწილეობამ ამ ბრძოლაში მოგვცა იმის საშუალება, რომ ჩვენ ვიწყებთ საუბარს შეზღუდვების მოხსნაზე. ჩვენ გვაქვს ისეთი დინამიკა, რაც ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველს იძლევა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად