მდინარაძე სამადაშვილს: სჯობს, თქვენს მავნებლობებზე აგოთ პასუხი თქვენ და თქვენმა ფსევდოდასავლელმა ლიდერმა

” აღმოჩნდა, რომ თქვენ არ იცით ვინ არის უმრავლესობის ლიდერი იმ პარლამენტში, რომლის წევრიც თავად ხართ”,-ასე ეხმაურება საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის ფეისბუქ პოსტს.

“ქალბატონო სალომე, უღრმესი მადლობა შენიშვნისთვის – მე უკვე გავასწორე ტექნიკური შეცდომა. ამასობაში აღმოჩნდა, რომ თქვენ არ იცით ვინ არის უმრავლესობის ლიდერი იმ პარლამენტში, რომლის წევრიც თავად ხართ.

რაც შეეხება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ამ რეზოლუციის მხარდაჭერას, თქვენ სხვა “საამაყო” მოქმედებებთან ერთად (რაც ჩემს სტატუსში ჩამოვთვალე), მას შეცდომას ვერ ვუწოდებთ, უფრო ღალატს გავს. ჯობია შინაარსზე და სტატუსში ჩამოთვლილ თქვენს სხვა მავნებლურ მოქმედებებზე აგოთ პასუხი თქვენ და თქვენმა ფსევდოდასავლელმა ლიდერმა, ვიდრე ტექნიკურ შეცდომებს სდიოთ.

რაც შეეხება 2018 წლის რეზოლუციას, საუბარია ცალკე აღებულ რეზოლუციაზე და ეს მშვენივრად იცით, მანიპულირებთ უბრალოდ.

P. S. თუ კიდევ შეწუხდებით ჩემი მომდევნო სტატუსის კომენტირებით, იქნებ ისიც უთხრათ საზოგადოებას, წინა სტატუსში ჩამოთვლილი რომელიმე პუნქტი შემთხვევით ტყუილი ხომ არ არის”,-წერს მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, გუშინ, მამუკა მდინარაძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვყენა, სადაც 2008 წლის 8 აგვისტოს განვითარებულ მოვლენებს გამოეხმურა.

აღნიშნულ პოსტს გამოეხმაურა სალომე სამადაშვილი და განაცხადა ” ბევრი სისულელე წერია, ყველაფერზე პასუხის გაცემასაც არ იმსახურებს. მაგრამ უმრავლესობის ლიდერმა, როდესაც არ იცის, რომ საქართველოს ევროპარლამენტში წარმონადგენლობა არ ჰყავს, ეს უბრალოდ სასაცილო უვიცობაა.”

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...