მდინარაძე საკადრო პოლიტიკაზე: თუ ვინმე რეალობას ფეხს ვერ აუწყობს, შეიცვლება, ახლა ეს გეგმა არ არსებობს

“უმრავლესობის სხდომა კვლავ მიმდინარეობს. მრავალი საკითხია, მათ შორის საორგანოიზაციო საკითხი, ასევე ძირითადი თემები ეხება იმ საკითხებს, რომელიც დაკავშირებულია იმ რეალობასთან, რომელიც გვექნება ინაუგურაციის შემდეგ” – ამის შესახებ ჟურნალისტებთან ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ, დახურული სხდომიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, ახალი მოდელი ქვეყნისთვის პოზოტიური იქნება.

“მოგეხსენებათ, ქვეყანა სრულად გადადის საპარლამენტო მოდელზე. საპარლამენტო ზედამხედველობა ძლიერდება. გვაქვს ახალი რეგლამენტი, მინისტრების, აღამსრულებელი ხელისუფლების და საკანონმდებელო ხელისუფლების ურთიერთობა იქნება აბსოლუტურად განსხვავებული, ამას ჭირდება ახლებურად დაგეგმვა დ ამასთან დაკავშირებით, ბევრი ნიუანსი იქნება, ამას ჭირდება კარგი შეთანხმება და ინტენსიური შეხვედრები. ჩვენ ამ გეგმებზე ვსაუბრობთ და ახალი რეალობა ვთვლით, პოზიტიური იქნება ქვეყნის განვითარებაში”-განაცხადა მდინარაძემ.

მან ასევე უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, როდის განხორციელდება საკადრო ცვლილებები რაზეც მდინარაძემ განაცხადა:

“თქვენ მოცმეულობას გვთავაზობთ, რომ აუცილებლად საკადრო ცვილება იქნება, მე მივიღებ კითხვას ისე, როგორც არის რეალობა, თუ რომელიმე ადამიანი ახალ რეალობას ფეხს ვერ აუწყობს ბუნებრივია, ასეთი ადამიანების შეცვლის საკითხი დადგება დღის წესრიგში. ახლა დაგეგმილად, კონკრეტულ პერსონებზე მორგებულად ეს გეგმა არ არსებობს და რაც შეეხება ზოგადად, ახალი სისხლს, გადახალისებას მათ შორის ახალგაზრდების ჩართულობას პოლიტიკურ პორცესებში, იქნება ძალიან კარგი და ჩვენ ამაზე აუცილებლად ვიზრუნებთ”-განაცხადა მდინარაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად