მდინარაძე: საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე მიღწეულ შეთანხმებას ჩაშლის არანაირი საფრთხე არ ემუქრება

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდიანარაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

მამუკა მდინარაძის თქმით, ოპოზიცია აპელირებს, თითქოს შეთანხმება იმაზე შედგა, რომ პოლიტიკოსები მართლმსაჯულების კონკრეტულ საკითხებში ჩაერეოდნენ, მაშინ, როცა, შეთანხმება საპირისპირო რამეზე შედგა: პოლიტიკა და პოლიტიკოსები მართლმსაჯულებაში არ ჩაერევიან.

„ეს ასე ხდებოდა ადრეც და ეს ასე უნდა მოხდეს მომავალშიც. წააკითხონ ის, რაც შავით თეთრზე დაიწერა. ამის იქით შეთანხმება არაფერზე არ მომხდარა. თუ ისინი საბაბს ეძებენ, რომ იმ შეთანხმებიდან გავიდნენ, რომელიც ვითომ, პირველ დღეს გაუხარდათ და იზეიმეს, ეს მათი პოლიტიკური რისკია. შემდეგ ელაპარაკონ ქართულ საზოგადოებასა და უცხოელ პარტნიორებს, რომელთა დიდი ძალისხმევით მოხდა ამ შეთანხმების მიღწევა. წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ ოპოზიცია შეთანხმებიდან რაღაც მოგონილი და ტყუილი არგუმენტებით გავიდეს. ამას ვერ შეძლებენ და თუ შეძლებენ, პოლიტიკურ ფასს გადაიხდიან. თუ მათი მიზანია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებში 70-80 პროცენტი აიღოს, ღმერთმა გაუმარჯოთ, ამ ლეგიტიმაციას ჩვენ ბოროტად არ გამოვიყენებთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ: 8 მარტს მმართველი გუნდი და ოპოზიცია 120/30-ის მოდელზე, 1%-იან საარჩევნო და უმრავლესობის დასაკომპლექტებელ 40%-იან ბარიერზე შეთანხმდნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად