მდინარაძე სააკაშვილზე: ლაპარაკია ძებნილზე, რომელსაც სასამართლოს სამივე ინსტანციის განაჩენით დადასტურებული აქვს, ძალიან მძიმე დანაშაული

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლეობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში თანამდებობაზე შესაძლოს დაინიშვილის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

„ფაქტია, რომ მიხეილ სააკაშვილის დანიშვნის საკითხი რადაში არ განხილულა, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით. ჩვენი რეაქცია იყო ბუნებრივი. ნებისმიერი თავმოყვარე სახელმწიფო და ნებისმიერი თავმოყვარე ხელისუფლება ასევე, თავმოყვარე ქვეყნისა, როგორც მოიქცეოდა ისე მოვიქეცით ჩვენც. სხვა გზაც არ არის, სულ რომ არ გინდოდეს ამის გაკეთება ასე უნდა მოიქცე. ლაპარაკია ძებნილზე, რომელსაც სასამართლოს სამივე ინსტანციის განაჩენით დადასტურებული აქვს, ძალიან მძიმე დანაშაული. ამას თავისი მორალური მხარეც აქვს. ჩვენ ყველას ძალიან კარგად გვახსოვს ის პერიოდი, როდესაც ტელეფონები გაჰქონდათ მეორე ოთახში პოლიტიკაზე, ბიზნესზე და მსგავს საკითხებზე საუბრისას. საუბარი არ არის ერთეულ შემთხვევებზე არამედ, ლაპარაკია იმაზე თუ რაში მდგომარეობდა სისტემური დანაშაულები” -განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, იმ ადამიანებსაც კი, ვინც დღეს გაკვირვებას გამოთქვამენ და მიხეილ სააკაშვილს მხარს უჭერენ, მისი პარტიის ლიდერებიც ასე იქცეოდნენ, მათაც  ეშინოდათ.

“როდესაც მორალურ მხარეზე ვსაუბრობთ იყო, ის, რომ ტელეფონები გაჰქონდათ ადამიანებს, ოჯახის წევრებს, რომ მათთვის ვინმეს არ მოესმინა და შემდეგ უბედურება არ დატრიალებულიყო. ამ სისტემის სათავეში იდგა მიხეილ სააკაშვილი. შენი ქვეყანა თუ გიყვარს, უნდა უზრუნველყო, რომ მესიჯიც და პოზიციაც ასეთი იყოს – რომ ვერასოდეს ვერავინ გაიფიქროს მსგავსი რამის გაკეთება ამ ქვეყანაში. იმ ადამიანებსაც კი, ვინც დღეს გაკვირვებას გამოთქვამენ და მიხეილ სააკაშვილს მხარს უჭერენ, მისი პარტიის ლიდერებიც ასე იქცეოდნენ, მათაც კი ეშინოდათ“, -განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად