მდინარაძე: რიგი ძალები მიზანმიმართულად ცდილობენ ზუგდიდში დაძაბულობის ცენტრის შექმნას

“ნახეთ აუდიოჩანაწერიც, სადაც კარგად ჩანს, რომ ნაცმოძრაობის აქტივისტები ე.წ. ადუღებაზე და დესტაბილიზაციაზე საუბრობენ” – ამ განცხადებით „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე საგანგებო ბრიფინგზე, ქვეყანაში მიმდინარე შუალედურ არჩევნებს ეხმაურება.

„როგორც განვლილი პერიოდის მანძილზე, ისე დღესაც, რიგი ძალები მიზანმიმართულად ცდილობენ ზუგდიდში დაძაბულობის ცენტრის შექმნას. თქვენ ნახეთ აუდიოჩანაწერიც, სადაც კარგად ჩანს, რომ ნაცმოძრაობის აქტივისტები ე.წ. ადუღებაზე და დესტაბილიზაციაზე საუბრობენ. ეს გასაგებია, რომ მათი მიზანი არის, ეს ჩანდა წინა პერიოდშიც, მაგრამ ჩვენ ამის უფლებას არავის მივცემთ და ამიტომ, სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს ვთხოვთ, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიაპყრონ ზუგდიდს. მოვიწოდებ ასევე ჩვენს აქტივს, რომ არავის მისცენ საშუალება დისონანსი შეიტანონ დემოკრატიულ პროცესში. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი აქტივისტები სწორად, კარგად არიან მობილიზებულები, მაგრამ დამატებით მინდა მოვუწოდო, რომ იმ პროვოკაციებს, რომელსაც ადგილი აქვს სხვადასხვა უბნებზე, განსაკუთრებით ზუგდიდში, არ წამოეგონ, ეს არის მათი ვალი და ეს ვალდებულება უნდა შეასრულონ“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად