მდინარაძე “ქართული ოცნების” ახალგაზრდულ ორგანიზაციას მოუწოდებს, ფიზიკურ დაპირისპირებაში არ ჩაერთონ

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე მოუწოდებს “ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ ორგანიზაციასა და მის ხელმძღვანელობას, დავალებად მიიღონ, რომ არანაირ ფიზიკურ დაპირისპირებაში არ შევიდნენ, რაც არ უნდა ხდებოდეს. აღნიშნულის შესახებ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს   საპროტესტო აქციებსა და იქ მიმდინარე დაპირისპირებების საკითხზე საუბრისას განუცხადა. 

„აღარავინ ვიკადროთ, რომ საზოგადოებას თავს ასეთი ტყუილები მოვახვიოთ. იქ პოლიციისთვის არავის შეუგინებია. ზოგადად, გინება და ძალადობა ძალიან ცუდია. არც იმას გამოვრიცხავ, რომ მეორე მხარეს მყოფ ახალგაზრდებს გულწრფელად სჯეროდეთ, რასაც აკეთებენ, მათი ლიდერებისგან განსხვავებით, რომლებიც დღე და ღამე ტყუიან. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს და მათ სატელიტ პარტიებს ფიზიკური დაპირისპირება აწყობთ და მათ იმის საშუალება არ უნდა მივცეთ, რომ დაპირისპირების ფონი შექმნან. გარდა იმისა, რომ ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება ცუდია, ახალგაზრდულ ორგანიზაციას ამ დავალებას იმიტომ ვაძლევთ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არ მივცემთ საშუალება, რომ მათ სცენარში აამოქმედონ ახალგაზრდები“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით,  რაც უნდა მძიმე, პროვოკაციული და ამორალური იყოს მეორე მხრიდან დემონსტრანტების მხრიდან მოქმედება, მათ ხელისუფლებამ საშუალება არ უნდა მისცეს, რომ მათ სცენარში ჩაებან.

„ყველას ძალიან გთხოვთ, ყველას, განსაკუთრებით მედიას, როცა ცუდი სიტყვების გამოყენებაზეა საუბარი, ნუ ვიქნებით ტენდენციურები და გავიხსენოთ მაგალითად, სასამართლოს შენობაში ნათქვამი უწმაწური სიტყვები. თუ იმაზე იგივე კითხვები არ ისმება, ამაზეც არ დაისვას. თუ შეიძლება, რომ სასამართლოს შენობაში ელენე ხოშტარიამ დედა აგინოს ნებისმიერ ადამიანს და ეს პრობლემა არ არის, მაშინ სხვამაც იგივე დამოკიდებულება გამოამჟღავნოს. მიმაჩნია, რომ თუ კითხვები ისმება ერთი მიმართულებით, უნდა დაისვას მეორე მიმართულებითაც. იმავე და უარეს კითხვებზეც დავუსვათ „ნაცებსაც“ კითხვები. რატომ ვერიდებით, არ ვიცი“, – თქვა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად