მდინარაძე: პრორუსულ “ნაცმოძრაობასთან” კავშირს გამოვრიცხავთ!

ამის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძის განცხადებით, კოალიციური მთავრობის შექმნის აუცილებლობის შემთხვევაში “ნაციონალურ მოძრაობასა” და პრორუსულ პარტიებთან თანამშროლობა გამორიცხულია.

“პრორუსულ ძალებთან, რაც არ უნდა მოხდეს კოალიციაზე საუბარს ჩვენ გამოვრიცხავთ. ასევე პრორუსულ “ნაციონალურ მოძრაობასთან”. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ქართულ ოცნებას კოალიციაში ვინმესთან შესვლა არ დასჭირდება, იმიტომ რომ ის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვებს,” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად