მდინარაძე ოპოზიციას: ძალიან კარგად ხედავთ, თქვენი პოლიტიკური ძალა როგორ სპეკულირებს ოკუპაციის თემით

ასე უპასუხა საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ “ევროპული საქართველოს” წევრის ოთარ კახიძის დაჟინებულ მოთხოვნას, რუსეთი სანქცირებასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, პოზიცია დაეფიქსირებინა პარლამენტის თავმჯდომარეს და “ოცნების” სხვა ლიდერებს.

“2012 წლიდან მოყოლებული, ძალიან კარგად ხედავთ იმ პრაგმატული პოლიტიკის შედეგებს და ძალიან კარგად იცის, რომ ამის საბოლოო შედეგი დეოკუპაციაა. ძალიან კარგად ხედავთ, თქვენი პოლიტიკური ძალა როგორ სპეკულირებს ამ თემით. დაუშვებელია ისეთი თემით სპეკულირება, როგორიც არის ქვეყნის უმთავრესი პრობლემა – ოკუპაცია, უსაფრთხოება, რისკებზე ყურადღების საერთოდ არ მიქცევა და ნებისმიერ ფასად, რაც არ უნდა ეს ეწინააღმდეგებოდეს ეროვნულ ინტერესებს, საკუთარი პოლიტიკური პარტიისათვის რაღაც ქულების მინიჭება”,-განაცხადა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძის განმარტებით, ოპოზიციამ ძალიან კარგად იცის, რომ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა მხარდაჭერილია დასავლელი პარტნიორების მიერ და ამ პოლიტიკის შედეგი ქვეყნის დეოკუპაცია უნდა იყოს.
​​
“​ძალიან კარგად იცით პრაგმატული პოლიტიკა მხარდაჭერილია დასავლელი პარტნიორების მიერ და ამ პრაგმატული პოლიტიკის შედეგი უნდა იყოს ის, რომ საბოლოო ჯამში, აუცილებლად მოხდება ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია და ოკუპაცია აუცილებლად დასრულდება. ეს არის მოკლე პასუხი, რაც შემიძლია გითხრათ და ამის იქით თქვენც ძალიან კარგად იცით, მაგრამ ასე არ გაწყობთ.”- უთხრა მამუკა მდინარაძემ ოთარ კახიძეს პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე.

​შეგახსენებთ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას, არ სჭირდება კარნახი როგორ და რა გზით უზრუნველყოს ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვა.

“სწორედ რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში იქნა მიღწეული არა მყვირალა და პიარ -ეფექტებზე გათვლილი, არამედ რეალურად ხელშესახები პროგრესი ამ რთულ და წინააღმდეგობებით აღსავსე გზაზე, ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციის გზაზე. ჩვენ ამ კურსიდან გადახვევას არ ვაპირებთ.

შესაბამისად, “ევროპული საქართველოს” მავნე ინიციატივა საქართველოს და ქართველი ხალხის, განსაკუთრებით ქვეყნის გარეთ მცხოვრები ასობით ათასი ჩვენი თანამოქალაქის დასჯის შესახებ, საქართველოს პარლამენტი მხარს არ დაუჭერს. – ნათქვამია გია ვოლსკის განცხადებაში.

დღესვე, საპარლამენტო კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა რამდენიმე თვის წინ “ევროპული საქართველოს” მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, რომლის ძირითადი შინაარსი საქართველოს მხრიდან რუსეთზე სანქციების დაწესებას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად