მდინარაძე: ოპონენტებს სურთ, მმართველ პარტიის წარმომადგენლებს, რაც შეიძლება ცუდი იმიჯი ჰქონდეთ

„ეს არის ჩვენი იმ ოპონენტების დღის წესრიგიდან გამომდინარე, რომლებსაც სურთ, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენლებს რაც შეიძლება ცუდი იმიჯი ჰქონდეთ და ხანდახან ნაწილობრივ ახერხებენ კიდეც ამას“, -ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ, ეკა ბესელიას მისამართით ბოლო დროს გავრცელებულ “ფეიკნიუსებსა“ და ცილიმწამებლურ განცხადებებზე კომენტირებისას განაცხადა.

„ეს არის კითხვა, რომელიც 2.5 წელია მე პირადად მაწუხებს. ეს აწუხებს ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს. ბოლო დროს “ფეიკნიუსები” ძალიან მომრავლდა. ეს არის ყველაზე ბინძური კამპანია, რაც ბოლო დროის უდიდეს გამოწვევად რჩება, რომ კონკრეტულ ადამიანებს უვრცელებენ ისეთ ამბებს, რომელიც სიმართლესთან ახლოსაც არ შეიძლება იყოს, თუმცა ვიღაცამ შეიძლება ეს დაიჯეროს და ბუნებრივია, მექანიზმიც კი რთული მოსაძებნია, როგორ შეიძლება ამ ადამიანებს ტვინიდან ამოვუღოთ ის, რაც ბუნებაში არასდროს ყოფილა. ეს არის თანამედროვე გამოწვევა.ჩემზეც ინახავას ფეიქნიუსები და ტყუილი ამბები,თავიდან ვბრაზდებოდი, აღშფოთბასაც არ ჰქონდაა აზრი. ეს არის ჩვენი იმ ოპონენტების დღის წესრიგიდან გამომდინარე, რომლებსაც სურთ, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენლებს რაც შეიძლება ცუდი იმიჯი ჰქონდეთ და ხანდახან ნაწილობრივ ახერხებენ კიდეც ამას“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად