მდინარაძე NGO-სა და ოპოზიციაზე: ეს ხალხი იტყუებოდა, სტრასბურგმა თქვა, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება არ დარღვეულა

ეს ხალხი იტყუებოდა, სტრასბურგმა თქვა, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება არ დარღვეულა „სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ დაადასტურა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის და ოპოზიციის კრიტიკული შეფასებები ქართული სასამართლოსა და მართლმსაჯულების შესახებ მცდარია – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია იმედის ეთერში განაცხადა

„სტრასბურგმა დაადასტურა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის და ოპოზიციის კრიტიკული შეფასებები ქართული სასამართლოსა და მართლმსაჯულების შესახებ მცდარი

მისი თქმით, მესამე სექტორის არცერთ წარმომადგენელს ხმა არ ამოუღია სტრასბურგის გადაწყვეტილების იმ ნაწილზე, სადაც ნათქვამია, რომ გვარამიამ გამოიყენა ისეთი ფრაზები, რომელშიც არ დაუმალავს მოსამართლის პროვოცირებისა და მისი აცილებისათვის პირობების სხელოვნურად შექმნის განზრახვა.

„სტრასბურგი წერს გვარამიაზე, რომ მან გამოიყენა ისეთი ფრაზები როგორიცაა – „მიწა დაიწვება მოსამართლეების ქვეშ“, „გაუნათლებელი“, „კორუფციონერი“, „თემიდის მარიონეტი“, „ფსევდომსახური“, „ნაჯახით აღჭურვილი“ და ა.შ. არც დაუმალავს მოსამართლის პროვოცირებისა და მისი აცილებისათვის პირობების სხელოვნურად შექმნის განზრახვა. ეს სტრასბურგის სასამართლომ თქვა და სასამართლომ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ მფლობელებმა სისტემატურად წარადგინეს უსაფუძვლო მოთხოვნები. ანუ, სტრასბურგმა თქვა, რომ ეს ხალხი მთელ ქვეყანას, ყველა იმ არგუმენტს და ამბავს, რასაც ორი წლის წინ ელაპარაკებოდნენ, ატყუებდნენ. ისინი არიან ფსევდოდასავლელები, ფსევდოევროპელები, ევროპამ განაჩენი გამოუტანა ამ ხალხს და თქვა, რომ ეს ყველაფერი ტყუილი იყო და სამართლიანი სასამართლოს უფლება არ დარღვეულა“ – განაცხადა მდინარაძემ.

მისი თქმით, ორი წლის წინ არასამთავრობო სექტორის ძალიან ბევრი წარმომადგენელი, ევრონაცები, ნაცები ამბობდნენ, რომ დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება და აქ იყო უკანონობა, სტრასბურგის სასამართლო კი საპირისპიროს ამბობს. „მთავარი არის, რომ სამართლის პოლიტიკასთან დაკავშირებით ცივილიზებულ მსოფლიოში არსებობს უმაღლესი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი არბიტრი და ამ არბიტრს ჰქვია ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლო. მან თქვა, რომ ეს ხალხი იტყუებოდა და სამართლიანი სასამართლოს უფლება არ დარღვეულა. საკუთრების უფლებაზე საერთოდ არ იმსჯელა, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაზე საერთოდ არ იმსჯელა და ამიტომ გააუქმა დროებითი მექანიზმი. სამართლიანი სასამართლოს უფლებაზე 7-7 ხმით ყველა ეთანხმებოდა. აქ 6-ით ერთის წინააღმდეგ თქვა, რომ ასეთი უფლება არ დარღვეულა“ – განაცხადა მამმუკა მდინარაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...