მდინარაძე: ნაზი ჯანეზაშვილმა, ასევე 2003 წლამდე დაამთავრა იგივე ინსტიტუტი, რომელიც შალვა თადუმაძემ

საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის დიპლომი წარმოადგინა და განაცხადა, რომ 2002 წელს მან ის ინსტიტუტი დაამთავრა, რაც საქართველოს მთავარმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ.

“გუშინ ერთერთი მთავარი არგუმენტი, რის გამოც დეპუტატებმა ეჭვი შეიტანეს შალვა თადუმაძის დიპლომის ნამდვილობაში ის იყო, რომ ინსტიტუტს, სადაც ის სწავლობდა, 2003 წლიდან მიენიჭა ნოდარ დუმბაძის სახელი. ჩვენი ოპონენტების მხრიდან მთელი დღის განმავლობაში ვისმენდით შეურაცხმყოფელ განცხადებებს ამასთან დაკავშირებით.

საქართველოს გენერალურ პროკურორს თაღლითიც კი უწოდეს. ჩვენ მოვიძიეთ და კურსდამთავრებული, რომელმაც 2003 წლამდე დაამთავრა აღნიშნული ინსტიტუტი არის ნაზი ჯანეზაშვილი, მის დიპლომში დამთავრების თარიღად 2002 წელი ფიქსირდება. ქალბატონმა ნაზი ჯანეზაშვილმა, რომლის კვალიფიკაციასა და დიპლომის ნამდვილობაში არ გვეპარება ეჭვი, მან ეს დიპლომი წარმოადგინა მაშინ, როდესაც იყო კანდიდატი და მხარდაჭერილი საქართველოს პარლამენტის მიერ და მას ჩვენმა ოპონენტებმაც დაუჭირეს მხარი, იგივე ინსტიტუტი დაამთავრა. შესაბამისად, არგუმენტი, რომლის მიხედვითაც შეუძლებელი იყო 2003 წლამდე ნოდარ დუმბაძის სახელის მითითება ამ უნივერსიტეტის დასახელებაში, შეგვიძლია გადავდოთ გვერდით,”- განაცხადა მამუკა მდინარაძემ კომიტეტის სხდომაზე.

შეგახსენებთ: პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან, ზაზა თავაძესთან გასაუბრება მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად