მდინარაძე: “ნაცმოძრაობის” ქმედება თუ განცხადება მიდიოდა იქამდე, რომ მტრის ინტერესები გატარებულიყო

საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, შემთხვევითი არ არის ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი განცხადება, რომ “ნაციონალური მოძრაობის” მიზანი რუსული ჯარის საქართველოში შემოსვლა და ვითარების ესკალაციაა.

“რა თქმა უნდა, შემთხვევითი არ არის პარტიის ხელმძღვანელის ეს განცხადება, ისევე როგორც ძალიან მკაფიო მესიჯები იყო ყველა მიმართულებით გახმოვანებული. ჩვენ ვნახეთ პასუხისმგებლიანი ლიდერის კონკრეტული მესიჯები ყველა საკითხთან დაკავშირებით. მან თქვა ის, რაც არის სიმართლე. “ნაციონალური მოძრაობის” თითოეული წევრის ბოლო დროინდელი თუ ადრინდელი ნაწილი მათი მმართველობის პერიოდის ქმედება თუ განცხადება, საბოლოო ჯამში მიდიოდა იმ შედეგამდე, რომ მტრის ინტერესები ყოფილიყო გატარებული. თავი დავანებოთ რომელიმე ადამიანის განცხადებას, ყველას და შევხედოთ რა მოიმოქმედეს, რა შედეგი მივიღეთ კონკრეტული მოქმედებებით და ამით ყველაფერი იქნება ნათელი.

“ოკუპაციაში ლომის წვლილი მიუძღვის „ნაციონალური მოძრაობას“, ისინი შემოუძღვნენ რუსულ ჯარს და დღესაც ასე უნდათ, ტურისტი კი არ უნდათ, შემოვიდეს, უნდათ, რუსი ჯარისკაცი შემოვიდეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ამისთვის ყველაფერს აკეთებს.

„ის, რომ რუსი ტურისტი ჩამოდის საქართველოში, ჩამოდის დიდი რაოდენობით. იმ ძირითად პრობლემაში, რასაც ჰქვია ოკუპაცია, ლომის წვლილი ისევ „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს, მათ მოახერხეს, ისინი შემოუძღვნენ რუსულ ჯარს. დღესაც ასე უნდათ, ტურისტი კი არ უნდათ, შემოვიდეს, რუსი ჯარისკაცი უნდათ, რომ შემოვიდეს. ამას აკეთებენ, ამისთვის აკეთებენ ამ ყველაფერს. იმ ოკუპაციაშიც ლომის წვლილია. რომ არა მათი დაუდევრობა, მათი ღალატი, მათი ქცევა, რუსი ჯარი ვერ შემოვიდოდა საქართველოში 2008 წელსაც“, – განაცხადა ივანიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად