მდინარაძე: “ნაცმოძრაობას” აშინებს სიმართლე და “ოცნების” ლობისტებიც ამ კონტექსტში აშინებთ

“ნაცმოძრაობა, თავისი სატელიტებით გვთავაზობს მოცემულობას, რომ მათ უნდა ჰყავდეთ ლობისტები და „ქართულ ოცნებას“, იმიტომ, რომ სიმართლე არავის ყურამდე არ მივიდეს, არ უნდა ჰყავდეს ლობისტი. მათ აშინებთ სიმართლე და ქართული ოცნების „ლობიზმიც“ ამ კონტექსტში აშინებთ და ამიტომ ჩავარდნენ პანიკაში, უკვე მეორედ, ორი დღის განმავლობაში“,-ამის შესახებ განცხადება საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან გააკეთა.

მამუკა მდინარაძის თქმით, პარტიის მიერ დაქირავებული ლობისტები უზრუნველყოფენ, რომ სიმართლე მიიტანონ ყველას ყურამდე, ეს მოცემულობა კი ოპოზიციას, რომელიც საარჩევნო კამპანიას ქვეყნის საზღვრებს გარეთ ატარებს, არ აწყობს.

„მათ ასეთი მოცემულობა არ აწყობთ, იმიტომ, რომ ყველაზე მეტად ეშინიათ სიმართლის გარეთ გატანის, სიმართლის საზოგადოებამდე მიტანის. ისინი საარჩევნო კამპანიას გარეთ ატარებენ და ამ საარჩევნო კამპანიაში თუ ჩვენი ლობისტები სიმართლის და ფაქტების მეშვეობით, ხელს შეუშლიან, ეს მათთვის პანიკის საფუძველია, ისევე, როგორც პანიკის საფუძველი გახდა გუშინ, ფაქტების შემსწავლელი მისიის ჩამოყვანა და არაერთგვაროვან განცხადებებს აკეთებენ“,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, “ოცნებამ” კონტრაქტი ამერიკულ ლობისტურ კომპანია DCI Group AZ, L.L.C.-სთან გააფორმა. მომსახურების ღირებულება კი თვეში 33 333 დოლარია.
ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტროში 7 კომპანიაა რეგისტრირებულია რომლიც ლობისტურ სამსახურს უწევს საქართველოს 4 სამინისტროს, პარტია “ქართულ ოცნებას” და “ნაციონალურ მოძრაობას”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად