მდინარაძე: “ნაცები” და “ევრონაცები” დასავლური მესიჯებით აკეთებდნენ იმას, რაც რუსეთს აწყობდა

ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია იმედის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ორი წლის წინ არასამთავრობო სექტორის ძალიან ბევრი წარმომადგენელი, “ევრონაცები“, “ნაცები” ამბობდნენ, რომ დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება და აქ იყო უკანონობა, სტრასბურგის სასამართლო კი საპირისპიროს ამბობს.

„მთავარი არის, რომ სამართლის პოლიტიკასთან დაკავშირებით ცივილიზებულ მსოფლიოში არსებობს უმაღლესი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი არბიტრი და ამ არბიტრს ჰქვია ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლო. მან თქვა, რომ ეს ხალხი იტყუებოდა და სამართლიანი სასამართლოს უფლება არ დარღვეულა. საკუთრების უფლებაზე საერთოდ არ იმსჯელა, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაზე საერთოდ არ იმსჯელა და ამიტომ გააუქმა დროებითი მექანიზმი. სამართლიანი სასამართლოს უფლებაზე 7-7 ხმით ყველა ეთანხმებოდა. აქ 6-ით ერთის წინააღმდეგ თქვა, რომ ასეთი უფლება არ დარღვეულა“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, მათი ლიდერები პირდაპირ ეთერში ასევე ცალსახად იტყუებოდნენ, რომ აღსრულება სახელმწიფომ არ უნდა გააკეთოს, იმიტომ რომ ეს ხელს შეუშლის გასაჩივრების უფლების რეალიზაციას.

„სიტყვით ეს ადამიანები იყვნენ დასავლეთისკენ, დეკლარირებდნენ დასავლური მესიჯებით, მაგრამ საქმით, ყველა შედეგით იყვნენ რუსეთისკენ, რუსული ნარატივი იყო მათ შედეგებში, ის რაც აწყობდა რუსეთს, ამას აკეთებდნენ, ოღონდ დეკლარირებდნენ ევრუპულად. რაც მთავარია, ამას დღეს ბეჭედი დაუსვა სტრასბურგის სასამართლომ და თქვა, რომ ის ყველაფერი, რასაც ენჯეოს წარმომადგენლებთან ერთად ატყუებდნენ ბოლო 2-3 წლის განმავლობაში, ეს იყო ტყუილი და ეს თქვა დამოუკიდებელმა, მიუკერძოებელმა არბიტრმა – სტრასბურგის სასამართლომ“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...