მდინარაძე: მიხეილ კალანდიას გამოკითხვის შემდეგ დადასტურდა, რომ კომისიის უმრავლესობამ იჩქარა

"მიხეილ კალანდიასთან დაკავშირებით დადასტურდა კიდევ ერთხელ, რომ კომისიის უმრავლესობამ იჩქარა. ეს გუშინდელ გამოკითხვაზე დადასტურდა“, – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მომხდარი №51 სკოლის მოსწავლეების ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
 

„მე პირადად უფრო მაინტერესებს ხომ არ იყო ამ ადამიანის როლი ისეთი, როგორზეც ეჭვები გამოითქმებოდა კომისიის შექმნის მომენტში. ის არ უნდა იყოს მიზანი, რომ მისი ქმედების გარკვეული უტრირებული გადაზედმეტებული დაკვალიფიცურება მოხდეს და დანაშაულად შეირაცხოს. როცა ვსაუბრობთ იმაზე, ჩაიდინა თუ არა რაიმე ქმედება, რაზეც ეჭვები იყო, დაკვალიფიცირდეს ის გაცილებით ხისტად, ეს არ უნდა იყსო ინტერესი", -განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად