მდინარაძე მელიაზე: ირაკლი კობახიძე, რომლის გინებაც მე არ გამიგია, სადამდე მიიყვანა, დედის გინება გამოსტყუა

” წარმოიდგინეთ, სადამდე მიიყავანა ეს ძალიან გაწონასწორებული ადამიანი, დედის გინება გამოსტყუა, უმძიმესია” – ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ირაკლი კობახიძისა და ენმ-ის თავმჯდომარისა და თბილისის მერობის კანდიდატის, ნიკა მელიას ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან დაპირისპირების შემდეგ განაცხადა.

როგორც ჩანს, ნიკა მელია დღეს ძალიან გააღიზიანა ახალმა კვლევებმა, სადაც კახა კალაძეს კიდევ უფრო გაზრდილი აქვს რეიტინგი და ამ გაღიზიანების ფონზე მას დარცენია მხოლოდ დარჩენია მხოლოდ და მხოლოდ მძიმე პროვოკაციაზე წასვლა.

თქვენ წარმოიდგინეთ, ირაკლი კობახიძეს, რომლის გინებაც მე არ გამიგია, დღე და ღამე შტაბში ერთად ვართ, დღე და ღამე ერთად ვართ და ერთ საქმეს ვაკეთებთ, გამოსტყუა დედის გინება. წარმოიდგინეთ, სადამდე მიიყავანა ეს ძალიან გაწონასწორებული ადამიანი, დედის გინება გამოსტყუა, უმძიმესია” -განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები
იტვირთება...