მდინარაძე: მარგველაშვილს ჰგონია, ქართულ პოლიტიკურ ორბიტაზე ყველაფერი მის გარშემო ტრიალებს

"სამწუხაროა, რომ გიორგი მარგველაშვილს გონია, რომ ქართულ პოლიტიკურ ორბიტაზე ყველაფერი ტრიალებს მის გარშემო"- ასე გამოეხმაურა ფრაქცია "ქარული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდიმარაძე, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებას, რომ "ოცნება" პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ელოდება და შემდეგ დაასახელებს საპრეზიდენტო კანდიდატს.

"მან თქვა, ამ მდგომარეობაში ვამყოფებ, როგორც" ქართულ ოცნებას", ასევე ოპოზიციასო. რომ არა" ქართული ოცნება" მარგველაშვილის არჩევნებში ვერ გაიმარჯვებდა. რომ არა ქართული ოცნება, მარგველაშვილს ექნებოდა ძალიან დაბალი რეიტინგი და მისი შანსები იქნებოდა დაბალი, სწორედ იმიტომ გაიმარჯვა არჩევნებში, რომ "ქართული ოცნების" კანდიდატი იყო. ამიტომ კომიკური სიტუაციაა და შეიძლება გავიხმუროთ კიდეც, ბოლო დღეს, რომ დავასახელოთ ჩვენი კანდიდატი, მაშინ რას აპირებს? არ იყრის საერთოს კენჭს, ასე გამოდის. რეალურად, ის თავს კომიკურ სიტუაციაში იყენებს. მარგველაშვილი ისეთ რაღაცეებს ლაპარაკობს, რაზეც "ქართულ ოცნებაში" არცერთ წევრს, არა თუ აზრი არ გამოუთქვამს, არამედ აზრადაც არ გაუვლია. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მარგველაშვილი დააყენებს კანდიდატურას თუ არა, მმართველ პარტიას აქვს დღის წესრიგი და ყავს ძალიან ბევრი ღირსეული კანდიდატი, რომელთა დასახელების შემთხვევაში დღესის მდგომარეობით არცერთ სხვა კანდიდატს არ აქვს რეალურად შანსი"-განაცხადა მდინარაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...