მდინარაძე: მამუკა ხაზარაძემ ვერ, ან არ შეძლო იმ ვალდებულებების შესრულება, რაც იკისრა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ მთავრობის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის ერთადერთი მიზეზი კონსორციუმის მხრიდან ვალდებულებების შეუსრულებლობა იყო, ხოლო ყველა სხვა მიზეზზე საუბარი სპეკულაციურია.

„ფაქტები სხვაგვარი მსჯელობის საშუალებას არ იძლევა. სახელმწიფომ დახარჯა რამდენიმე ათეული მილიონი. მიუხედავად ამისა, მამუკა ხაზარაძემ ვერ, თუ არ შეძლო იმ ვალდებულებების შესრულება, რაც იკისრა, როდესაც ტენდერში გაიმარჯვა.

პრაქტიკულად, ოთხი წლით უკან დახია ქვეყანა ამ პროექტთან დაკავშირებით. პროექტთან დაკავშირებით, რომლის შესახებაც იმდენად მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, რომ 2017 წელს კონსტიტუციაში ჩავწერეთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ცნობისათვის: საქართველოს მთავრობამ გუშინ ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულება ოფიციალურად შეწყვიტა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად