მდინარაძე: მადლობა ირაკლი კობახიძეს, რომელმაც ახალი და დახვეწილი კონსტიტუციის ავტორობით მე-9 მოწვევის პარლამენტი ისტორიაში შეიყვანა

“ჩვენ ბევრი მადლობა მოგვისმენია საქართველოს პარლამენტის, ბევრი ირონიული, ცინიკური, ისტერიული, მიჯრით გადაჭარბებული, თუმცა ძალიან ბევრი გულწრფელი მადლობა მოგვისმენია. მე მინდა, მადლობა ვუთხრა მე-9 მოწვევის პარლამენტს უდიდესი გამოცდილებისთვის, მადლობა უთხრა ირაკლი კობახიძეს, რომელმაც ახალი და დახვეწილი კონსტიტუციის ავტორობით, მე-9 მოწვევის პარლამენტი ისტორიაში შეიყვანა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ, მე-9 მოწვევის პარლამენტის ბოლო სასესიო სხდომაზე განაცხადა.

“მინდა მადლობა ვუთხრა არჩილ თალაკვაძეს პარლამენტის თავმჯდომარის საქმიანობის ღირსეულად გაგრძელებისთვის, მადლობა უმრავლესობის თითოეულ წევრს გუნდურობისთვის, მეგობრობისთვის, უამრავი ძალიან პოზიტიური და ქვეყნისთვის საჭირო კანონის შექმნისთვის, საარჩევნო კოდექსი ახალი რეგლამენტით, ტყის კოდექსი, მიწის კოდექსი, ენერგეტიკის პაკეტი, სასამართლო რეფორმების მეოთხე ტალღა, ბავშვის უფლებათა კოდექსი, განათლების რეფორმა, შრომის უსაფრთხოების კანონი, სოციალური შრომის შესახებ კანონი, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კანონი, მოგების გადასახადის რეფორმა და უამრავი, რა თქმა უნდა, დღეს ამას ვერ ჩამოვთვლი. მადლობა ყველას თქვენ ამისთვის”, – ასე მიმარეთა სასესიო დარბაზში მსხდომ დეპუტატებს მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, მე-9 მოწვევის პარლამენტის ბოლო სასესიო სხდომას “პატრიოტთა ალიანსის”, “ნაციონალური  მოძრაობის” და “ევროპული საქართველოს” დეპუტატები არ ესწრებიან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად