მდინარაძე ლარის კურსზე: ახლა ჯერი არის ეროვნულ ბანკზე, უნდა დაალაგოს სწორი პოლიტიკა

მე მგონია, რომ რაიმე ისეთ მოლოდინს თუ დავნერგავთ, რომელიც იქნება არასწორი, ეს უარყოფით იმოქმედებს, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს ლარის კურსთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა

“ახლა ჯერი არის ეროვნულ ბანკზე, მან უნდა დაალაგოს სწორი პოლიტიკა, რომ მაქსიმალურად უზრუნველყოს ლარის სტაბილურობა. რაიმე ისეთ მოლოდინს თუ დავნერგავთ , რომელიც იქნება არასწორი, ეს უარყოფითად იმოქმედებს, მაგრამ ამის საფუძველი არ არის. აქედან გამომდინარე, ახლა ჯერი არის ეროვნულ ბანკზე, მისი პასუხისმგებლობა და მე ვფიქრობ, ალბათ ასეთი მოლოდინიც უნდა გვქონდეს,”-განაცხადა მდინარაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...