მდინარაძე: კიდევ ერთხელ დავანახებთ საზოგადოებას “ნაციონალური მოძრაობის” მხარდაჭერა რას ნიშნავს

” მე, პირადად მხარს დავუჭერთ ამ პროცედურული დემოკრატიის აღსრულებას და კიდევ ერთხელ დავანახებთ საზოგადოებას ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერა რას ნიშნავს და ვის შემოყვანას პარლამენტში”,-ამის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძე პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„ჩვენ თითქმის საათზე მეტი ველოდეთ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს, რომ მოსულიყვნენ და მართალია, ფორმალური, მაგრამ თავიანთი უფლებამოსილება შეესრულებინათ. უფლებამოსილება, რომლის ფარგლებში როდესაც ერთი დეპუტატი, რომელიმე პარტიის წარმომადგენელი ტოვებს პარლამენტის რიგებს, მის ნაცვლად შემოდის მეორე. ეს არის წმინდა ფორმალური უფლებამოსილება.

ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ როდესაც ბატონი ნიკა მელია ისეთივე შეფასებით, როგორიც არის და არა ნაკლებით, ბადრი ბასიშვილი ტოვებდა პარლამენტს, მაშინ ჩვენ ვთქვით და ეს მართალია, რომ იყო ფორმალურად გადასაწყვეტი საკითხი, როდესაც კანონიერ ძალაშია შესული გამამტყუნებელი განაჩენი, მაშინ ჩვენ მწვანე ღილაკს ვაჭერთ ხელს იმიტომ, რომ ჩვენ ვასრულებთ ჩვენს ფორმალურ ვალდებულებას“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ პლენარულ სხდომაზე.

მან საზოგადოებას მიმართა და აღნიშნა რომ , როდესაც ისინი ნაციონალური მოძრაობას უჭერენ მხარს და საარჩევნო ბიულეტენში ხაზავენ ხუთ ნომერს – ეს ნიშნავს ნიკანორ მელიას, ბადრი ბასიშვილის და მისნაირების მხარდაჭერას. მისივე თქმით, პარლამენტს სამწუხაროდ არ აქვს ამ გადაწყვეტილების რევიზიის უფლება შესაბამისად ისინი მხარს დაუჭერენ პროცედურული დემოკრატიის აღსრულებას.

„ამ გადაწყვეტილების რევიზიის უფლება სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს. ამ შემთხვევაში ეს არის ამომრჩევლის ნება, მის რევიზიას ჩვენ ვერ გავაკეთებთ, ამიტომ ჩვენ ამ ფორმალურ უფლებამოსილების შევასრულებთ. შესაძლოა, ეს არავის უხაროდეს, მაგრამ დავეთანხმები ალბათ იმდენად სრცხვენიათ რომ ნაციონალურმა მოძრაობამ ვერ გაბედა თავიანთ თანაგუნდელთან დაკავშირებით ეს ფორმალური უფლებამოსილება შეასრულონ და ხელი დააჭიროთ მწვანე ღილაკს.

ამიტომ ჩვენ, მათ განუმარტავთ, რომ ეს არის საკითხი, რომელიც დღის წესრიგში არ დგება ხოლმე, იმიტომ რომ არსებობს პროცედურული დემოკრატია და პროცედურული დემოკრატიის ფარგლებში, ჩვენ და მე, პირადად მხარს დავუჭერთ ამ პროცედურული დემოკრატიის აღსრულებას და კიდევ ერთხელ დავანახებთ საზოგადოებას “ნაციონალური მოძრაობის” მხარდაჭერა რას ნიშნავს და ვის შემოყვანას პარლამენტში“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტში დღეს რიგგარეშე სხდომა მიმდინარეობს.

სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულია 30-მდე საკითხის განხილვა, მათ შორის არის სამოქალაქო კოდექსსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებები, ასევე დადგენილების პროექტი საპარლამენტო დელეგაციებში გარკვეული ტიპის ცვლილებებზე.

დღესვე დეპუტატები ნიკა მელიას ადგილმონაცვლის, ბადრი ბასიშვილის უფლებამოსილების საკითხს უყრიან კენჭს.

სხდომას პოლიტიკური ბოიკოტის გამო არ დაესწრებიან ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა” და ფრაქცია „ევროპული საქართველოს” წევრები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად