მდინარაძე: ივანიშვილს გაკეთებული აქვს ნახევარ მილიარდამდე დონაცია ქველმოქმედების სახით ჯანდაცვის სფეროში

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიერ StopCoV-ის ფონდში 100 მილიონი ლარი ჩარიცხვასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, 90-იანი წლებიდან მოყოლებული ბიძინა ივანიშილისთვის ეს არის ცხოვრების ჩვეული სტილი – ქველომოქმედება, საქართველოს და ქართველი ხალხის გვერდით დგომა.

“ამის გაგრძელება იყო, რაც ვიხილეთ გუშინ, როდესაც შესაბამის ფონდში ეს თანხა აისახა. ბუნებრივია, როდესაც ხარ იმედიანად, როდესაც ქვეყანას და ხალხს ყავს  გვერდით ისეთი ადამიანი, რომელსაც შეუძლია, ასეთი სერიოზული ქველმოქმედება გაიღოს იმისათვის, რომ რაც შეიძლება შემცირდეს “კოვიდ 19”-ის მიერ გამოწვეული ზიანი, მისასალმებელია. ასევე, არ შეიძლება არ ვთქვათ, რომ არა მხოლოდ ეს დონაცია, ბ-ნ ბიძინას გაკეთებული აქვს ნახევარ მილიარდამდე დონაცია ქველმოქმედების სახით ჯანდაცვის სფეროში. როდესაც დღეს, სიამაყით ვსაუბრობთ, რომ ჯანდაცვის სფერო ძალიან კარგად უმკლავდება გამოწვევას, უნდა გავიხსენოთ, რომ ამ ადამიანს აქაც სერიოზული ქველმოქმდება აქვს განხორცილებული, რამაც რა თქმა უნდა, ხელი შეუწყო, რომ პრევენციული ღონისძიებები სისტემურად კარგად მიმდინარეობს.

შეგახსენებთ:  “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა StopCoV-ის ფონდში 100 მილიონი ლარი ჩარიცხა. მან სპეციალურად StopCoV ფონდისთვის 100 მილიონი ლარი „ქართუ ფონდში“ რამდენიმე დღის წინ ჩარიცხა და ეს თანხა კორონავირუსთან ბრძოლის ფონდის ანგარიშზე უკვე აისახა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად