მდინარაძე: ივანიშვილის ინიციატივა ნიშნავს, რომ წყალტუბო მალე ჯანმრთელობისა და ტურიზმის ცენტრი გახდება

“ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა ნიშნავს, რომ ძალიან მალე წყალტუბო გახდება ჯანმრთელობის და ტურიზმის ცენტრი.” ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ბიძინა ივანიშვილის ინიციატივას, წყალტუბოში სასტუმროებისა და აბანოების გამოსყიდვასთან დაკავშირებით.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ოპოზიციას აღიზიანებს ასეთი ინიციატივები და მდარე არგუმენტებს იგონებენ მის წინააღმდეგ.

„ბიძინა ივანიშვილის ეს ინიციატივა ნიშნავს, რომ ძალიან მალე წყალტუბო გახდება ჯანმრთელობის და ტურიზმის ცენტრი. ეს იქნება რეგიონში მიზიდულობის ცენტრი და როდესაც ასეთ ინიციატივებზეა საუბარი, ყველას, მათ შორის ოპოზიციასაც უნდა ეყოს ძალა და აღიაროს, რომ წყალტუბო – ერთ-ერთი ძალიან განვითარებული ჰაბი – ჩვენს ქვეყანასაც მოუტანს ბევრ სამუშაო ადგილს, ეკონომიკის განვითარებას, უამრავ ტურიზმს. ძალიან სამწუხაროა, როდესაც ოპოზიცია აკრიტიკებს, არამედ აღიზიანებთ კიდეც ასეთი ინიციატივები და მდარე არგუმენტებს იგონებენ ასეთი პოზიტიური თემების გადასაფარად,“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, რადგან სახელმწიფოს არ აქვს რესურსი, მიიღო გადაწყვეტილება სათავეში ჩაუდგეს წყალტუბოს აღორძინების პროექტს, გამოისყიდოს უკლებლივ ყველა – 22 სასტუმრო, 9 აბანო და მოახდინოს მათი სრული რეაბილიტაცია.

ივანიშვილის თქმით, წყალტუბოს განვითარების პროექტზე მისი მხრიდან არანაირ მოგებაზე არ იქნება საუბარი და „მაქსიმალური ფასი იქნება თვითღირებულება“.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად