მდინარაძე გოცირიძეს: ჩააბარეთ ტერიტორიები, დახოცილი ხალხი, ტექნიკა მიატოვეთ და კაპტიულაციაზე აქეთ ლაპარაკობთ

​პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე” მამუკა მდინარაძე და საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე.

რომან გოცირიძე: „კაპიტულანტურ პოლიტიკას ეწევით წლების განმავლობაში, როდესაც არავითარი საფრთხე, არავითარი შემაკავებელი არ არსებობს რუსეთისათვის და მუდმივად ეწევა მცოცავ ოკუპაციას

მამუკა მდინარაძე: რომელ კაპიტულაციაზე ლაპარაკობ, ჩააბარეთ ტერიტორიები, დახოცილი ხალხი მიატოვეთ, ტექნიკა მიატოვეთ და კაპტიულაციაზე აქეთ ლაპარაკობთ, წახვედით მერე, ორ თვეში რეზოლუციას ხმა მიეცით, და კაპიტულაციაზე აქეთ ლაპარაკობთ, ამაზე დიდი პოლიტიკური თავხედობა ბატონო რომან, ბუნებაში არ არსებობს. ასე პრიმიტიულად მსჯელობაც არ შეიძლება. საკუთარ ქვეყანაზე და მოსახლეობაზე ცოტა მეტად უნდა იზრუნოთ. ხომ შეიძლება ერთი საკითხი იყოს, რომელთან დაკავშირებითაც შევჯერდებით, რაც არ უნდა პოლიტიკური ინტერესები გვქონდეს, შევთანხმდეთ, რომ ამაზე სპეკულირება არ შეიძლება. აქ რაღაც რისკები, სადაც ბეწვის ხიდზე უნდა იაროს ქვეყანამ, არ შეიძლება. იქნებ მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინოთ.

რომან გოცირიძე: ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება, საქართველოს ოკუპაციის გამო არის პრობლემური, ეს არის დემაგოგია. ეს არის კაპიტულანტური პოლიტიკა. ეს არის პირდაპირ იმ მოღალატეობრივი პოზიციების გაგრძელება რუსეთთან მიმართებაში, რომელიც გრძელდება ყველა სფეროში, თქვენ არ გინდათ სანქციები, თქვენ შემოიყვანეთ გავრილოვი, თქვენ გააჩერეთ ანაკლიის პროექტი, მამუკა მდინარაძე: ანაკლიის პროექტი არა ის გავაჩერეთ…სიტყვით ეჩხუბები და იმათ საქმეს აკეთებ. ვის ღალატზე ლაპარაკობ.

რომან გოცირიძე: თქვენი პოზიცია რუსეთის წინააღმდეგ უმოქმედობისა, არის ქვეყნის წინაშე ღალატი.

მამუკა მდინარაძე: ვის ღალატზე ლაპარაკობ, მიშა გყავს ლიდერი.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად