მდინარაძე: გიორგი ჭიღვარიას სურვილი ჰქონდა, რომ აკადემიურ საქმიანობაში დაბრუნებულიყო

ასე შეაფასა  საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ  ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას მიერ თანამდებობის დატოვების ფაქტი და გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. 

„გიორგი ჭიღვარია არის ჩვენი გუნდის ღირსეული წევრი. მინდა მას მადლობა გადავუხადო გაწეული სამუშაოსთვის. როგორც ჩემთვის ცნობილია, მას სურვილი ჰქონდა, რომ აკადემიურ საქმიანობაში დაბრუნებულიყო, სადაც ის ადრე იყო. ამ სურვილის რეალიზაცია მოხდა დღეს და ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა. მას მხოლოდ და მხოლოდ მადლობას გადავუხდი და შემდგომ საქმიანობაში წარმატებას ვუსურვებ,“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ: გიორგი ჭიღვარიამ დღეს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ქუთაისის მერის თანამდებობას ტოვებს და პოლიტიკიდანაც მიდის.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად