მდინარაძე გავრილოვზე: მე ვიყავი, პირადად ის ადამიანი, ვინც გიჟივით მოვვარდი და იმ წამსვე ჩავშალე სხდომა

“საღამოს არც ერთი რუსი დეპუტატი, დუმის დეპუტატი არ იყო თბილისში,”,-ამის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ სასესიო დარბაზში რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის პარლამენტში შიტყვით გამოსვლის შესახებ საუბრისას განაცხადა.

“ჩვენს კოლეგებს, ზოგიერთს კოლეგა თუ შეიძლება დაუძახო საერთოდ მოესმინათ ის რასაც ეხლა ვიტყვი, მაგრამ ადეკვატური რომ ვიყო ეხლა ჩემს განცხადებაში, პირველად აუცილებლად უნდა დავიწყო იმით, რომ მართლაც მოდი ვაღიაროთ და მოვიბოდიშეთ ათასგზის ამ დღეების განმავლობაში ის ძალიან ცუდი რამ და ცუდი შეცდომა რაც ამ დარბაზში მოხდა, რაც არ უნდა მომხდარიყო და ამაზე ჩვენ თვითონ ვილაპრაკეთ და იმ დღევანდელი რეაქცია ყველასი აბსოლიტურად, დაწყებული თამარ ჩუგოშვილით, რომელიც ეხლა სპიკერის სკამზე ზის გაგრძელებული არჩილ თალაკვაძით, ჩვენით თითოეული ჩვენგანის, თამარ ხულორდავა იყო აბსოლიტურად ადეკვატური.

პირველები ჩვენ ვიყავით იმაზე რეაგირება ვინც მოაყოლა და მე ვიყავი პირადად ის ადამიანი ვინც გიჟივით მოვარდი ამ დარბაზში და ირაკლი კობახიძესთან, პარტიის თავმჯდომარესთან ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებით, უმრავლესობის ლიდერთან შეთანხმებით იმ წამსვე ჩავშალე სხდომა მოვედი თუ არა – ეს იყო ჩვენი რეაქცია და საღამოს არც ერთი რუსი დეპუტატი, დუმის დეპუტატი არ იყო თბილისში, ეს იყო ჩვენი რეაქცია მაგრამ „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუძლებელია ეს დაენახა, ვერ არა, არ დაინახავდა და ამაზე რეაგირება იცი რა მოაყოლეს, გარეთ გამოსული ადამიანები ახალგაზრდები უმეტეს წილად იმათი ემოცია მართეს ნაწილის სამწუხაროდ, ძალიან დიდი ნაწილი სახლში წავიდა მაგათი სახეები რომ დაინახა ისე რომ საღამოს რა შედეგებიც მივიღეთ ვნახეთ და ეხლა, როდესაც ერთი სიტყვა ვთქვი ერთი ფრაზა პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე რა გამოიწვია ამან შეხედეთ ძალიან კარგად არ უნდათ ამათ პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღონ, არც სამართლებრივი მითუმეტეს რაში სჭირდებათ და რისი თავი აქვთ ამათ რომ რაიმე სახის პასუხისმგებლობა აიღონ, ამათ სჭირდებათ მხოლოდ ობსტრუქცია, მხოლოდ გადატრიალება, მხოლოდ ავტოკრატიის იმედის დატოვება და შანსის არ მოკვლა ამის და ამით არის სწორედ გამოწვეული, გუშიმ შოკში ჩავარდნენ, ხო ნახეთ ყველამ, რომ გუშიმ ჩავარდნენ შოკში და რითი იყო იცით ეს შოკი გამოწვეული, გუშინდელი ჩვენი გადაწყვეტილებით იმიტომ, რომ ასეთი არჩევნების პირობებში შეუძლებელია მათ ილუზია დარჩეთ რომ როდესმე მარტო ისინი იქნებიან ხელისუფლებაში და ჩავარდნენ ამის გამო… სხვანაირად არ შეუძლიათ, ამათმა ხალხი უნდა დახოცონ.”,-განაცხადა მდინარაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...