მდინარაძე: გარკვეულმა ჯგუფებმა თავი უნდა დაანებონ კონკრეტული ბიზნესინტერესების, თუ პოლიტიკური ინტერესების ლობირებას

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკკა მდიანარაძემ განაცხადა და აღნიშნა, რომ სწრაფ ტესტებთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ცენტრის პოზიციას ენდობა.

„გარკვეულმა ჯგუფებმა თავი უნდა დაანებონ კონკრეტული ბიზნესინტერესების, თუ პოლიტიკური ინტერესების ლობირებას. ახლა ამის დრო არ არის. ის ხალხი, ვინც ამას აკეთებს, მათსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრს შორის უფრო დაავადებათა კონტროლის ცენტრს ვენდობი. შესაბამისად, როცა ამის საჭიროება იქნება, ამის შესაბამისი რესურსი არსებობს და ამას ისინი გააკეთებენ. ანუ, სწრაფ ტესტებს გამოიყენებენ. ვინც ეს საქმე იცის, იმას მივანდოთ და ზედმეტ სპეკულაციებს თავი დავანებოთ. ჩემი თხოვნა და მოწოდება იქნება. პოლიტიკურ კინკლაობას თავი უნდა დავანებოთ. ამის დრო არჩევნებამდე ძალიან მალე მოვა, მერე ვიჩხუბოთ პოლიტიკურად, ეს ოპონენტებსაც კარგად გამოსდით და ჩვენც. ახლა ამის დრო არ არის. ყველამ ერთი საერთო საქმე უნდა გავაკეთოთ და საერთო გამოწვევას ვებრძოლთ. ამ გამოწვევას რომ დავამარცხებთ, შემდეგ გავაგრძელოთ პოლიტიკური კინკლაობა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად