მდინარაძე “ევროპულ საქართველოს” : პრორუსული ძალა კი არა, თქვენ ხართ რუსული ძალა

“პრორუსული ძალა კი არა, თქვენ ხართ რუსული ძალა”,-ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ “ევროპულ საქართველოს” პარლამენტის პლენარულ სხოდომაზე.

“პრორუსული ძალა კი არა, თქვენ ხართ რუსული ძალა. თქვენი გუნდის მმართველობის განმავლობაში აკეთეთ რუსული საქმე. ავტოკრატიულობის მსგავსებიდან დაწყებული რუსული საქმე აკეთეთ. მოუსმინეთ რა თქვა ამ კაცმა? რაც რეზოლუციებში წერია, მხარი რომ დაუჭირეს რეზოლუციას და რაც იქ წერია და ასე იყოო, რომ დაუდასტურეს, ეს არ არის მართალი, მე რასაც ვამბობ ის არის მართალი და ის ინდა დაიჯეროთო.

ეს არის ამათი დამოკიდებულება და ორმაგი სტანდარტი. აუცილებლად უნდა ვუპასუხო გიგა ბოკერიას და შევეცდები მაქსიმალურად ზრდილობიანად გავაკეთო ეს ყველაფერი. კაცი რომ იქაჩები რაღაცეებს და მერე უკანა კარიდან გადიხარ სიტყვითაც და პირდაპირი მნიშვნელობითაც, იქ დამთავრებულია ყველაფერი და ესეც ორმაგი სტანდარტია. ორმაგ სტანდარტზე გავაგრძელებ. აქ, მიკროფონში მეტს არ ვიტყვი.

ორმაგი სტანდარტია, რომ თქვენი დანაყოფები, „ევროპული საქართველო“ და საკუთრივ „ნაციონალური მოძრაობა“, თავს უწოდებთ პროდასავლურს, მოუწოდებთ პროდასავლურ ძალებს კოალიციაში არ შევიდნენ 2020 წელს ქართულ ოცნებასთან და თქვენი გენერალური მდივანი, გიგი უგულავა ამბობს, რომ შეეკვრება პრორუსულ ძალებს, ოღონდ ეს ხელისუფლება დაამხოს და დაამარცხოს.”,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად