მდინარაძე: ეროვნული ფასეულობებისა და ტრადიციების დაცვას მაინცდამაინც რუსული დროშის ფრიალი არ სჭირდება

“ეროვნული ფასეულობებისა და ტრადიციების დაცვას მაინცდამაინც რუსული დროშის ფრიალი არ სჭირდება. ამას ევროპელ და დასავლელ პარტნიორებთან ერთად მშვენივრად ვახერხებთ. ეს ხაზი არასოდეს არ გადაიხედება”.

ასე უპასუხა საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ლევან ვასაძის მიერ გაკეთებული განცხადებების კომენტირებისას ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას.

მამუკა მდინარაძის თქმით, საქართველო ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი აუცილებლად გახდება და ეს ეროვნული ფასეულობებისა და ტრადიციების ბოლომდე შენარჩუნების ფონზე მოხდება.

“არ არის აუცილებელი, ეროვნულ ინტერესებზე საუბრობდე და დასავლელი პარტნიორების წარმომადგენლებს ლანძღავდე. მშვენივრად ვახერხებთ და მომავალშიც მოვახერხებთ, ეროვნული ფასეულობებისა და ტრადიციების დაცვას. ეს დასავლელ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის ფონზე მოხდება და ამ საკითხს არანაირი საფრთხე არ ემუქრება”,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...