მდინარაძე: დუღილის ტემპერატურას, რაც უმრავლესობაშიც არის, ქვევიდან შენთება აღარ სჭირდება

“ისტორიული გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ და ამ დუღილის ტემპერატურას, რაც უმრავლესობაშიც არის, ქვევიდან შენთება აღარ სჭირდება”,-ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებულ ცვლილებების განხილვა მიმდინარეობს.

„ქალბატონო ელენე, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ამ პროცედურასთან დაკავშირებით მე გეტყვით სახალხოდ იმას, რაც ხათუნა გოგორიშვილს ვუთხარი არასაჯაროდ. ძალიან კარგად იცით იმ ტემპერატურის შესახებ ამ საკითხთან დაკავშირებით, რაც მათ შორის, უმრავლესობაში იყო და დღესაც არის. გეთანხმებით იმაში, რომ დღეს ისტორიული დღეა და ეს გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ, ამიტომ ახლა დუღილის ტემპერატურას შენთება ქვევიდან აღარ სჭირდება და თუ შეიძლება, ეს გაითვალისწინეთ, ძალიან გთხოვთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მანამდე კი, „ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ აღნიშნა, რომ „ევროპული საქართველო“ სხდომის ჩაშლის საფრთხის გამო, პოლიტიკურ განცხადებებს დღევანდელ სხდომაზე აღარ გააკეთებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად