მდინარაძე დავით ერაძის საქმეზე: კონკრეტული პასუხები გამოძიებას უნდა მოვთხოვოთ

ამგვარად გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტ დავით ერაძეზე სავარაუდო თავდასხმას.

„ზოგადად, ეჭვები და ვერსიები გამოძიებას არამხოლოდ ასე ერთი და ცალმხრივი აქვს ხოლმე, არამედ აქვს მრავალმხრივი.გამოძიების ვალდებულებაცაა ყველა ვერსიაზე იმუშავოს,მაგრამ ასე ხელაღებით ერთი ვერსიის გახმოვანება, რომ მაინც და მაინც რაღაც საკითხთან არის დაკავშირებული, ბუნებრივია, არ შეიძლება. ეს ჩემი პროფესიული წარსულიდან გამომდინარე შემიძლია ასე ვთქვა.იურისტი ვარ და ყოველთვის ასე ვმსჯელობ ამ საკითხთან დაკავშირებით და ეს არის სწორი. ყველა ვერსიაზე უნდა იმუშაოს გამოძიებამ და წინასწარი დასკვნების გაკეთება ნამდვილად არ შეიძლება, თუმცა გამოძიებას ყველამ ერთად უნდა მოვთხოვოთ, რომ ამ საკითხზე კონკრეტული პასუხები გაეცეს“, – განაცხადა მდინარაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად