მდინარაძე: დავდამსხმელ პირს ანრი ოხანაშვილთან პირადი კვეთა არასდროს ჰქონია

საპარლამენტო უმრასვლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, გუშნდელი ინციდენტის შედეგად, დეპუტატ  ანრი ოხანაშვილის  ერთერთ შვილს ფსიქოლოგის დახმარებაც კი სჭირდება, იმდენად მძიმე მდგომარეობაშია. 

ამის შესახებ მამუკა მდიანარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა და განმარტა, რომ მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლებრივი კაუთხითაც მიმდინარეობს გამოძიება და თუ რაიმე დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთება, ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

“მოსისხლე მტრები რომ ხვდებიან ერთმანეთს, საქართველოში ასე ხდება, თუ ცოლ- შვილთან ერთად არის ადამიანი, არ ერჩიან და ამაზე ლაპარაკიც კი არ ხდებოდა ხოლმე და ამ შემთხვევაში დანაშაულის გაუგონარი მოქმედებაა, რომ 2, 4 და 6 წლის ბავშვებთან ერთად, მის მამას აყენებ მძიმე შეურაცხყოფას და ამ ბავშვებს ემუქრები. მე მქონდა კომუნიკაცია რამდენჯერმე და ერთერთ მათგანს ფსიქოლოგის დახმარებაც კი სჭირდება, იმდენად მძიმე მდგომარეობაშია. წარმოიდგინეთ, ამ დანაშაულზე თუ უდანაშაულობაზე უნდა ვილაპარაკოთ ერთი კვირის განმავლობაში. გაუგონარი სისასტიკეა და გაუგონარი დანაშაული”-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, თავდამსხმელი რაზეც არის დაკავებული, ეს არის ადმინისტრაციული პატიმრობა.

“როგორც მაცნობეს, სისხლის სამართლის კუთხით, ცალკე მიდის გამოძიება, იქ თუ გამოიკვეთა დანაშაულის ნიშნები, შესაბამისი რეაგირება იქნება. ასეთი შემთხვევები რეაგირების გარეშე არასდროს უნდა დარჩეს, რომ ვერც მორალურად და ვერც კანონის წინაშე ვერავინ გაბედოს მსგავსი მარაზმატიკული ქმედებების ჩადენა. 2,4 და 6 წლის ბავშვებთან როცა არის ადამიანი, არასდროს მოსისხლე მტერიც კი არ იფიქრებდა, რომ შეურაცხყოფა მიეყენებინა,”- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით,  დაკავებული პირი 2014 წლამდე „ქართული ოცნების“ რიგებში ირიცხებოდა, თუმცა, აღნიშნავს, რომ მას პირადი კვეთა ანრი ოხანაშვილთან არასდროს ჰქონია.

“წარმოდგენა არ მაქვს, ვინ არის ეს ადამიანი. ზესტაფონში იყო 2014-ში, ახალგაზრდულში, შემდეგ რაღაც სხვა წარმოდგენები ჰქონდა პოლიტიკაზეც და დაძაბულობაც ჰქონდა ჩვენს წევრებთან და ამის შემდეგ ის “ქართულ ოცნებაში”, როგორც მითხრეს, აღარ იყო. აღარ აქვს ამას მნიშვნელობა, როცა ასეთ ქმედებაზე მიდის ადამიანი. დღეს ის არის „ლელოს“ წარმომადგენელი და ვხედავთ, გამოდიან „ლელოს“ ხელმძღვანელები, მათ შორის მამუკა ხაზარაძე და იძახის, „ქართული ოცნების“ წევრი იყო და ეტყობა რაღაც პირადი კვეთა ჰქონდათო. ანრი ოხანაშვილს არანაირი პირადი კვეთა არ ჰქონია. უბრალოდ, პიროვნული გაღიზიანების, სიმთვრალის და იმის გამო, რომ „ლელოს“ წევრია და რაღაც ჰგონია თავი, მიაყენა მცირეწლოვან ბავშვებს მძიმე შეურაცხყოფა და დაემუქრა 2,4 და 6 წლის ბავშვებს,”- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ: დეპუტატი ანრი ოხანაშვილი ბაკურიანში, ერთ-ერთ რესტორანში ოჯახთან ერთად ვახშმობდა, რა დროსაც ერთ-ერთმა პირმა მას ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს არ ადასტურებენ.

უწყების ინფორმაციით, ინციდენტში მონაწილე პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად