მდინარაძე: ჩვენს პატრიარქს უნდა გავუფრთხილდეთ, პოლიტიკური განცხადებების გაკეთება მიუღებელია

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ მეუფე იაკობის ქორეპისკოპოსის თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე პოლიტიკური განცხადებების გაკეთება მიუღებელია.

როგორც მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მისი მხრიდან უპასუხისმგებლობა იქნება, ქორეპისკოპოსის გადაწყვეტილების შეფასება დაიწყოს, უნდა წასულიყო, თუ არა.

„სეკულარულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, სადაც თავისი ადგილი და განსაკუთრებული როლი აქვთ ეკლესიასა და სახელმწიფოს. სეკულარული სახელმწიფოს პრინციპი ნიშნავს, რომ ერთმანეთის საქმეებში არ უნდა ჩავერიოთ და ეკლესიის განსაკუთრებული როლი უნდა გვახსოვდეს როგორც წარსულში, ასევე აწმყოსა და მომავალში. ამ ყველაფერს პატივი უნდა ვცეთ. ამ ყველაფერს მავნებელი პოლიტიკური ძალა თავისი მიზნებისთვის იყენებს და ჩვენ ისეთი განცხადებები არ უნდა გავაკეთოთ, რაც დააზიანებს ეკლესიას, სახელმწიფოებრიობას. განსაკუთრებით, ჩვენს პატრიარქს უნდა გავუფრთხილდეთ და პოლიტიკური განცხადებების გაკეთება მიუღებელია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ორი დღის წინ განაცხადა, რომ მას პატრიარქის გადაყენებასთან დაკავშირებით „ეჩალიჩებოდნენ“. ამ საკითხზე საუბრისას მეუფე იაკობმა აღნიშნა, რომ შეხვედრა მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში შედგა, რომელსაც, მისივე თქმით, ვახტანგ გომელაური და გიორგი გახარია ესწრებოდნენ. დღეს კი, მეუფე იაკობი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსობიდან გათავისუფლდა. იგი ასევე გათავისუფლდა საფინანსო-ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარეობიდან

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად