მდინარაძე ბოკუჩავას: პროვოკატორი ხარ! სირცხვილია გარდაცვლილი ადამიანით სპეკულირება (ვიდეო)

პარლამენტის შენობაში საპარლამენტო ფრაქცია”ნაციონალური მოძრაობის” წევრი თინა ბოკუჩავა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

დაპირისპირება საკანონმდებლო ორგანოში პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის პარლამენტში არშეშვების ფაქტმა გამოწვია.

თინა ბოკუჩავა მდინარაძეს მოუწოდებდა მაჩალიაკშვილისთვის საშვი დაეშვათ.

თავის მხრივ, მამუკა მდინარაძემ ბოკუჩავას პროვოკატორი უწოდა და განმარტა, რომ მას აქვს საშუალება შვილმოკლულ მამასთან ერთად ბრიფინგი პარტიის ოფისში გამართოს.

“ნახეთ პროვოკაციის დონე, სიტყვა უზნეო, არ არის კორექტული და სიტყვა სირბილი, რომ ადამიანს არაკორექტულად მიაჩნია, ეს არის სირცხვილი. რეალური სირცხვილი არის გარდაცვლილი ადამიანით სპეკულირება. ქალბატონ თინას, შეუძლია თავისი პოლიტიკური მიზნებისათვის თავის პარტიაში ჩაატაროს ბრიფინგი. თინა, ეს არის პროვოკაცია. ახლა მეც ვიყვირო, თუ რა გავაკეთო. ბოდიში, მაგრამ შენ პროვოკატორი ხარ… შეგიძლია ზუსტად 60 წამი გაჩერდე?! არსებობს ბრძანება, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარეს შეუძლია არ შემოუშვას, თუ არის პროვკაციების საფრთხე, არშემოშვება კანონიერია. ხელი ჩაწიე… მეორედ ეგეთი უზნეო საქციელი აღარ ჩაიდინო,” – მიმართა მამუკა მდინარაძემ თინა ბოკუჩავას.

აღნიშნულ განცხადებაზე თინა ბოკუჩავამ მიმართა მამუკა მდინარაძეს:

“ამ ლაჩრობას, რასაც შენ აკეთებ, მე არ მოვუსმენ. წამობრძანდი ახლა და ამოიყვანე ის ადამიანი. რატომ არ უშვებ საშვს? ბატონი მალხაზი რატომ ვერ შემოდის პარლამენტში? სირცხვილია, არ ვაპირებ ამ დიალოგს შენთან,” – თქვა თინათინ ბოკუჩავამ.

შეგახსენებთ, 2 წლის შემდეგ, პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა

თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავში დაიჭრა.

იგი თელავის კლინიკიდან თბილისში გადმოიყვანეს და მკურნალობას წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საავადმყოფოში აგრძელებდა.

2018 წლის 10 იანვარს თემირლან მაჩალიკაშვილი გარდაიცვალა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად