მდინარაძე ბოკერიას: ტუტუცი ნაგავი ხარ, ადრე გეძველბიჭა! (ვიდეო)

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე და “ევროპული საქართველოს” წევრი გიგა ბოკერია.

დაპირისპირების მიზეზი შოთა ხაბარელის კითხვა გახდა, რომელიც მან გიგა ბოკერიას დაუსვა.

შოთა ხაბარელმა სიტყვით გამოსვლისას ქართველი სპორტსმენების მიღწევებზე ისაუბრა და ამ მიმართულებით ხაზი გაუსვა ხელისუფლების მიერ გატარებულ პოლიტიკას.

შოთა ხაბარელმა ბოკერიას კითხვით მიმართა, ქართველი სპორტსმენების მიღწევები არის თუ არა ხელისუფლების დამსახურება?

კითხვის დასმის დროს გიგა ბოკერია სხდომათა დარბაზში არ იმყოფებოდა. მას შემდეგ, რაც გიგა ბოკერია სხდომაზე დაბრუნდა, სიტყვით გამოსვლისთვის დრო ითხოვა და აღნიშნა, რომ სპორტსმენების მიღწევა არც მოქმედი და არც წინა ხელისუფლების დამსახურება არ არის.

ამის შემდეგ მამუკა მდინარაძემ გიგა ბოკერიას მოუწოდა, კითხვის არსი სწორად გაეგო და პასუხი ისე გაეცა, რის შემდეგაც ერთმანეთს „ტუტუცი“ უწოდეს.

ბოკერიამ მდინარაძეს მიმართა: „თითი სხვისკენ გაიქნიე, უზრდელი ტუტუცი ხარ“, რაზეც თავის მხრივ, მდინარაძემ ბოკერიას მიმართა: „ტუტუცი ნაგავი ხარ, ადრე გეძველბიჭა“.

დეპუტატების დაპირისპირებაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ჩაერთო. მან გიგა ბოკერიას მიმართა, რომ მამუკა მდინარაძეს პერსონალურ შეურაცხყოფას აყენებდა და კორექტულობისკენ მოუწოდა.

„გუშინ სოფიო ქაცარავას დაემუქრეთ განადგურებით, დღეს მამუკა მდინარაძეს ლამის პერსონალურ შეურაცხყოფას აყენებთ. პროცედურული კითხვა გქონდათ და მიიღეთ პასუხი. თქვენ დააგვიანეთ. გექნებათ განცხადების დრო და იქ მოვისმენთ თქვენს პასუხებს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად