მდინარაძე: ბოკერიას სტანდარტით, ნებისმიერი მათი მომხრე პოლიტიკური ლიდერი პოლიტპატიმარია

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის შეფასებით, გიგა ბოკერიამ და მათმა პარტნიორებმა პოლიტპატიმრის ახალი სტანდარტი დადეს – არ აქვს მნიშვნელობა რას ჩაიდენ წარსულში თუ ახლანდელ დროში, არ აქვს მნიშვნელობა რა დანაშაულში გედება ბრალი და რა დანაშაულში ხარ მსჯავრდებული.

“თუ 2003- 2012 წლებში იყავი პოლიტიკური ხელმძღვანელი, თუ ამ პერიოდში იყავი თანამდებობაზე – მაშინ ყველა ვარიანტში ხარ პოლიტპატიმარი. ეს სტანდარტი დადო ნაციონალურმა მოძრაობამ და მისმა სატელიტებმაც“.

​ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა და აღნიშნა, რომ გიგა ბოკერიას სტანდარტით, ნებისმიერი მათი მომხრე, მათი პოლიტიკური ლიდერი, არის პოლიტპატიმარი.

“ეს ასე არ არის. სტანდარტის განსასაზღვრად არ არის მათი მომხრეობა და მათი თანაგუნდელმა საჭირო. როდესაც ადამიანი 48 მილიონს მოპარავს ხალხს და ამას თავის აქტივისტებს დაურიგებს, ის არ შეიძლება იყოს პოლიტპატიმარი. ადამიანი, რომელიც შეუკვეთავს მკვლელობას, ადამიანი რომელიც სისტემური დანაშაულების თავში დგას, წარმოადგენს დანაშაულებრივ და ყველაზე ბოროტ სისტემას და კონკრეტულ დანაშაულშია მსჯავრდებული, ასეთი ადამიანები მხოლოდ იმიტომ რომ გიგა ბოკერიას ასე უნდა და მხოლოდ იმიტომ, რომ ნაციონალური მოძრაობის სხვადასხვა შტოს წარმოდგენენ – პოლიტპატიმრები ვერ იქნებიან“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად