მდინარაძე ბობოხიძეს: ისეთ საოცრებებს ლაპარაკობთ მუზად გამოადგებით ადამიანს

“ბატონო აკაკი, მართლა არ ვაპირებდი გამოსვლას, მაგრამ ისეთ საოცრებებს ლაპარაკობთ მუზად გამოადგებით ადამიანს. რა შიშზე ლაპარაკობთ, ვის ეშინია თქვენი?”

ასე მიმართა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ საპარლამენტო ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრს, აკაკი ბობოხიძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც საარჩევნო ცვლილებებს განიხილავენ.

„პარტიებზე რომ ლაპარაკობდნენ ჩემი კოლეგები უმრავლესობიდან, იმას კი არ ლაპარაკობდნენ, რომ ვინ როგორ აზის ხალხს წურბელად, თორემ თქვენ მოგიხსენიებდნენ პირველ რიგში. იმას ლაპარაკობდნენ, რომ არსებობს 10-11 პარტია, რომელსაც აქვს საერთო ჯამში დაახლოებით 10 მილიონი დაფინანსება და ბოლო არჩევნებში მათი საერთო ჯამური შედეგი იყო 1%.

რაც შეეხება თანაბრად თუ არათანაბრად განაწილებას, ეს როგორ გაფიქრდებათ, ან კონსულტაციებს არ გადიხართ ერთმანეთთან, ან იურისტები არ გყავთ გვერდით, ან საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებებს არ კითხულობთ?

ამბობთ, შიში გაქვთ „ნაციონალური მოძრაობისო“. ამ ხალხს ვინც აქ გამოდიოდა, მათ შორის, ობიექტურობისთვის უნდა ვთქვა, არა მხოლო უმრავლესობიდან, შიში არ ჰქონია მაშინ, როცა შიშის ზარს სცემდით ქვეყანას თქვენი ჭკუით. დღეს რა შიშზე ლაპარაკობთ, ვის რა ეშინია თქვენი და რისი გამკეთებლები ხართ? დღეს ერთადერთი ბერკეტი გაქვთ საბედნიეროდ – ტყუილი და თუ საინფორმაციო საშუალებას ფლობთ, ატყუებთ ხალხს. რა შიშზე ლაპარაკობთ, ვის ეშინია თქვენი? ამიტომ, ცოტა დაწყნარდით და საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებები წაიკითხეთ და ასეთ საოცრებებს ნუ ლაპარაკობთ, რბილად რომ ვთქვათ,“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისათვის: აკაკი ბობოხიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ ხელისუფლებას „ნაციონალური მოძრაობის“ შიში აქვს და ამიტომ არ სურს ბლოკების დაშვება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად