მდინარაძე: არ არსებობს ადამიანი, რომელსაც შეიძლება ხელი დაეფაროს, როდესაც საუბარია 15 წლის ბავშვის თვითმკვლელობაზე

„ვუსამძიმრებ ახალგაზრდა ბიჭის ოჯახს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ დაასრულა ფაქტიურად სიცოცხლე თვითმკვლეობით და დღეს ეს ფაქტი დადგა“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ POSTV-ის ეთერში.

მისი თქმით, არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ხელი შეიძლება დაეფაროს, როდესაც საუბარია 15 წლის ბავშვის თვითმკვლელობაზე.

„არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ხელი შეიძლება დაეფაროს ნებისმიერ შემთხვევაში, მითუმეტეს როდესაც საუბარია 15 წლის ბავშვის თვითმკვლელობაზე. ვინც არ უნდა იყოს მთელი პასუხისმგებლობით და კატეგორიულად გეუბნებით ვერავის ხელი ვერ დაეფარება“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით , საქმეს იძიებს დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის ფარგლებში შექმნილი დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყება, რომელიც არ შედის არცერთი სამართალდამცავი ორგანოს შემადგენლობაში.
„საქართველოში ჩვენ გვაქვს ახალი ინსტიტუტი – დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახური, რომლის ფარგლებშიც შეიქმნა ასევე ახალი ინსტიტუტი – დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი და ეს საქმე გამოძიების თვალსაზრისით აქვს ამ უწყებას, რომელიც არ შედის არცერთი სამართალდამცავი ორგანოს შემადგენლობაში. ეს იყო კიდევ ერთი სწორი გადაწყვეტილება და დარწმუნებული ვარ, ეს სამსახური ძალიან მალე დადებს შედეგს, თუკი რამ სადმე ოდნავი გადაცდომის, ან დანაშაულის კვალი იკვეთება. ჩვენ ამას ველით. მე არ შემიძლია ვთქვა, რომ თუ დანაშაულის ნიშნები სადღაც არ არის, იქ უნდა გაჩნდეს დანაშაული, მაგრამ თუ არსებობს დანაშაულის რაიმე კვალი, დარწმუნებული ვარ რეაგირება იქნება შესაბამისი“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ამასთან, მისი თქმით, სამწუხაროა, რომ ამ ტრაგედიას პოლიტიკურ იარაღად იყენებენ.

„შვილის და ბავშვის დაღუპვა არის ტრაგედია, რომელსაც ვერაფერი შეედრება . სამწუხაროა ისიც, რომ ამ ტრაგედიას პოლიტიკურ იარაღად იყენებენ და იქნევენ. კიდევ ერთხელ, ვუსამძიმრებ ოჯახს . ამის პრევენცია მთელს მსოფლიოში არის უდიდესი გამოწვევა, რაზეც ფსიქოლოგიური და სოციალური კონცეფციებია. ჩვენ განსაკუთრებული კრიტიკით უნდა შევხედოთ ამ ამბავს, საზოგადოების, ხელისუფლების ყველას მხრიდან. მიუხედავად ტრაგედიისა, თუ ვინმეს რამე არ დაუშავებია არავის არაფერი არ უნდა დაბრალდეს, რომ პოლიტიკურად თავი იმართლო ვიღაცის წინაშე. თუმცა, თუ იქ რაიმე ოდნავ დანაშაულის კვალი არსებობს, ვალდებულება არსებობს, ამისთვის შეიქმნა სამართლალდამცავი უწყებისგან და ორგანოებისგან ცალკე მდგომი უწყება, რომ ამ კვალს ბოლომდე მიყვეს და კონკრეტული შედეგი დადოს, რაში იყო საქმე „ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად