მდინარაძე: ამ დარბაზში ხელი მოეწერა დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს და დღეს საბჭოთა, რუსული ჰიმნი გააჟღერეს

საპარლამენტო უმრავლსობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის შეფასებით, ოპოზიციის მხრიდან ძალიან ხშირად ადგილი აქვს პარლამენტის მიერ ცატარებული სამუშაოს კონკრეტული შედეგების გადაფარვის ყოველდღიურ მცდელობას, რომლის ბოლო, დღევანდელი გამოვლინება ძალიან უხეში და ამორალური იყო.

ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ პარლამანეტის პლენარულ სხდომაზე მას შემდეგ განაცხადა, რაც ოპოზიციონერმა დეპუტატებმა: ირმა ნადირაშვილმა და ელენე  ხოშტარიამ საქართველოს პარლამენტის პლენარულ დარბაზში საბჭოთა კავშირის ჰიმნი დაუკრეს.

“ქვეცნობიერი როგორც ჩანს, მაინც თავისას შვება. აქ იუნკერები განისვენებენ, ამ დარბაზში ხელი მოეწერა დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს. და ამ დარბაზში დღეს ჩვენმა კოლეგებმა საბჭოთა, რუსული ჰიმნი გააჟღერეს. ესენი არიან ადამიანები, ვინც თავის დროზე მხარი დაუჭირეს რეზოლუციას, სადაც რუსეთის შეტევა საპასუხოდ იყო 2008 წლის აგვისტოს ომში მოხსენიებული, ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც ჰააგის სასამართლოში მტკიცებულებები არ წარადგინეს და რომ არა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, დღესაც მწირი მტკიცებულებებით ვიქნებოდით ჩვენი ჯარისკაცების დასაცავად ჰააგაში წარმოდგენილები, მათ სტრატეგიული ობიექტები გადაუფორმეს ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლებს ომის შემდეგაც, და დღეს დააგვირგვინეს რუსული ჰიმნის გაჟღერებით საქართველოს პარლამენტში, ამიტომ შვება ქვეცნობიერი თავისას. თავისი რუსი შემკვეთები, რაც არ უნდა გადაჭარბებულად ვინმეს მოეჩვენოს, ალბათ, რუსული ჰიმნის გახმოვანებისათვის მადლობასაც კი ეტყვიან. ყოველთვის აკეთებდნენ რუსულ საქმეს და მხოლოდ სიტყვით იყვნენ პროდასავლურები. მხოლოდ ამ მთავარ ნიღაბს ეფარებოდნენ, და მათ დღეს დაიწყეს სხვადასხვა ნიღბების მორგება, მათი მთავარი ნიღაბი და რეალური სახე – რუსული, საოკუპაციო სახე დაფარონ და დამალონ”-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად