მდინარაძე: ახლა თითოეულ მოქალაქეზე იმდენად ბევრია დამოკიდებული, რომ შეიძლება, თავადაც ვერ წარმოიდგინონ

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ყველა დარწმუნდა, რომ დღეს ქართული სახელმწიფო იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე ეს ვინმეს ოდესმე წარმოედგინა ქვეყანაში და შეიძლება მის გარეთაც.

მამუკა მდინარაძის შეფასებით, საზოადოების ინფორმირებულობასთან დაკავშირებით თანმიმდევრულმა ნაბიჯებმა გარკვეული წარმატებები უკვე გამოიღო.

„ახლა თითოეულ მოქალაქეზე იმდენად ბევრია დამოკიდებული, რომ შეიძლება, თავადაც ვერ წარმოიდგინონ. ვფიქრობ, გარდა იმისა, რომ ყველა ადამიანი რეკომენდაციებს იზიარებს და სახლში რჩება, იმ კამპანიაში უნდა ჩაერთოს, რასაც ინფორმირება ჰქვია. ეს იქნება ოპოზიციის, ხელისუფლების წარმომადგენელი თუ საჯარო მოხელე, რომელიც სახლში ზის და დისტანციურად მუშაობს. ინფორმირებული მოქალაქე საკუთარ თავსაც უკეთესად დაიცავს და უზრუნველყოფს, რომ სხვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას გაუფრთხილდეს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით,  საგანგებო მდგომარეობის კონკრეტულმა დათქმებმა თავისი საქმე უნდა გააკეთოს.

„თუ დეტალებზე კიდევ უფრო მეტი სიმკაცრე იქნება გამოსაჩენი, ეს თანმიმდევრულ მოქმედებებში ჩაჯდება და თუ ამის საჭიროება იქნება, სახელმწიფო არც ამაზე დაიხევს უკან. ვფიქრობ, რომ მოქალაქეები კიდევ უფრო ზედმიწევნით შეასრულებენ რეკომენდაციებს, რაც აუცილებლად გამოგვადგება რისკების მინიმუმამდე დაყვანის საქმეში“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად