მდინარაძე: 20-20 და 15-15 ადამიანი დარბის სხვადასხვა კუთხე-კუნჭულში, რაღაცა დესტრუქციის მოწყობას ცდილობენ

ამის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სადაც ის გაერთიანებული ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციებს გამოეხმაურა.

” ნაციონალური მოძრაობის” ოცნებაა რომ აქციებმა მოიცვას მთელი ქვეყანა, დაამხონ, გამოიწვიონ ქაოსი. მოწოდებები ვნახეთ ჩვენ შესაბამისი. საქართველოში სახელწმიფო დგას იმ სიმაღლეზე რომ უზრუნვეყოს კანონიერება. კანონის აღსრულება. სახელმწიფოს სტაბილურიბა. მარგინალური ჯგუფები. მეორადი და გაცვეთილი “კმარელები” ვერ შეძლებენ ამ სტაბილურობის შერყევას. ის რომ 20-20 და 15-15 ადამიანი დარბის სხვადასხვა კუთხე-კუნჭულში და რაღაცა დესტრუქციის მოწყობას ცდილობს, ეს არის მათი პოლიტკური განაჩენი. მათი მარგინალიზაციის გზაზე დადგომის უტყუარი საბუთი”- ამბობს მდინარაძე

ცნიბისთვის, დღეს, ქუთაისში “ერთად ერთის წინააღმდეგ”- ქუთაისში გაერთიანებული ოპოზიცია აქცია-მსვლელობას გამართავს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად