მდინარაძე: 1989 წლის 9 აპრილი არის მაგალითი, რომელზეც უნდა აღიზარდონ ჩვენი შვილები

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

“თარიღი  – 1989 წლის  9 აპრილი საქართველოში ასოცირდებოდა და ყოველთვის ასე იქნება, გმირობასთან, თავგანწირვასთან და თავისუფლებასთან. მაგალითთან, რომელზეც უნდა აღიზარდონ ჩვენი შვილები. ამიტომ, კიდევ ერთხელ, დიდი პატივით გავიხსენებ გარდაცვლილი ადამიანების სახელებს და გვარებს. დიდი პატივით შეგვიძლია გავიხსენოთ ისინი, როგორც მაგალითები ჩვენი შვილებისთვის, როგორ უნდა იბრძოლონ თავისუფლებისთვის” -განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად