მდინარაძე: ათ მთავარ მიმართულებაზე, რომელიც პარლამენტმა მიზნად დაისახა, საზოგადოებას ანგარიშს დეკემბრის ბოლოს ჩავაბარებთ

„საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დღევანდელი პრეზენტაცია შეეხებოდა ათ მთავარ მიმართულებას, რომელიც გეგმად დაისახა საქართველოს პარლამენტმა და ჩვენ უკვე დეკემბრის ბოლოს ჩავაბარებთ ქართულ საზოგადოებას ანგარიშს იმის შესახებ, რომ თითოეული ამ მიმართულებით გვექნება კონკრეტული შედეგები“, – განაცხადა ფრაქცია „ქართულო ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარლამენტის თავმჯდომარის მიერ მედიის წარმომადგენლებისთვის გამართული პრეზენტაციის კომენტირებისას, სადაც წარმოდგენილი იყო საშემოდგომო სესიის ათი მთავარი გამოწვევა.

მისივე თქმით, პარლამენტი კონკრეტული შედეგების შესახებ მუდმივად ჩააყენებს საზოგადოებას საქმის კურსში.

„ეს არის ის მთავარი 10 მიმართულება, რაც ამ მოკლე პერიოდის განმავლობაში ხელშესახებ შედეგებამდე მიგვიყვანს ანუ ჩვენ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ რამდენიმე თვეში ათივე მიმართულებით გვექნება კონკრეტული შედეგები“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.​

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად