მდინარაძე: სადარბაზოში იარაღის პოვნას თალაკვაძის ოჯახთან და ბინასთან არანაირი შეხება არ ჰქონია

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, აღმოჩენილ იარაღსა და არჩილ თალაკვაძის საცხოვრებელ სახლს შორის კავშირს ვერ ხედავს.

როგორც მამუკა მდიანარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მისთვის  რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი, რომ ცეცხლსასროლი იარაღი აღმოჩნდა ერთ-ერთ საცხოვრებელში, პარლამენტის თავმჯდომარის ბინის მიმდებარედ.

“ერთ-ერთი არხი დილიდან გადმოგვცემს და საზოგადოებას ეუბნება, რომ თალაკვაძის ბინაში რაღაც ხდება. ეს არის ჩვენი მედიის ნაწილის დღის წესრიგის შექმნის ძალიან ბინძური მცდელობა, რაც ძალიან სამწუხაროა. გამოძიება თავისას იტყვის, იქ რატომ დააგდო ვიღაცამ იარაღი და ა.შ. ყოველშემთხვევაში, არჩილ თალაკვაძის ოჯახთან და ბინასთან ამას არანაირი შეხება არ ჰქონია,” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსნებთ: დღის პირველი ნახევრიდან ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქართველოს პარლამენტის თავმდჯდომარის არჩილ თალაკვაძის საცხოვრებელ კორპუსთან პოლიციაა მობილიზებული.

როგორც “აიპრესს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს: “არჩილ თალაკვაძის საცხოვრებელ კორპუსში პირველ და მეორე სართულებს შორის ცეცსხასროლი იარაღია ნაპოვნი. ის დაცვის თანამშრომელმა იპოვა და პოლიციას გამოუძახა. საქმეზე დაწყებულია გამოძიება 236-ე მუხლის 3-ე და 4-ე ნაწილით დაიწყო, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებითაა დაწყებული“, – აცხადებენ შსს-ში.

გავრცელებული ინფორმაციით იარაღი სახელმწიფო დაცვის თანამშრომელმა აღმოაჩინა და პოლიცია გამოიძახა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად