მდინარაძე: ემიგრანტების დაბრუნება საქართველოში დადგენილი გრაფიკის ფარგლებში აუცილებლად გაგრძელდება

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლეოსბის ლიდერი მამუკა მდინარაძემ განაცხადა და განმარტა, რომ ქართული სახელმწიფო თავისი ემიგრანტებისთვის აკეთებს გაცილებით მეტს, ვიდრე ამას აკეთებენ ეკონომიკურად გაცილებით ძლიერი სახელმწიფოები

“ქართული სახელმწიფო თავისი ემიგრანტებისთვის აკეთებს გაცილებით მეტს, ვიდრე ამას აკეთებენ ჩვენზე გაცილებით ძლიერი სახელმწიფოები, მათ შორის, ვგულისხმობ ეკონომიკურად ძლიერ სახელმწიფოებს. საქართველოს საგარეო მინისტრმა დღეს ისაუბრა, როგორ ხდება ეტაპობრივად ქართველი ემიგრანტების დაბრუნება სამშობლოში და როგორ ხდება იმ ადამიანების დახმარება, ვინც უცხოეთშია დღეს და სჭირდება როგორც ტექნიკური, ისე სხვადასხვა სახის დახმარებები.

სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში ემიგრანტების ოპტიმალური რაოდენობა ჩამოიყვანოს, რომ მოხდეს მათი დაბინავება საკარანტინო პირობებში. დავით ზალკალიანმა დღეს ისაუბრა დეტალურად იმ რეისების შესახებ, რომლითაც ხდება ქართველი ემიგრანტების დაბრუნება. უკვე ჩამოვიყვანეთ 5 ათასზე მეტი ქართველი სამშობლოში და პროცესი გრძელდება”-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად