მდინარაძე დეპუტატის შესაძლო სექსუალურ ძალადობაზე: თუ ეს დადასტურდა, რეაგირება უნდა იყოს უმკაცრესი

საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, თუ დადასტურდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, თბილისის საკრებულოს დეპუტატს თანამშრომელი სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს, მაშინ ამას უმკაცრესი რეაგირება უნდა მოჰყვეს.

როგორც მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ჯერ გასარკვევია სინამდვილეში რა მოხდა.

„თუ ეს დადასტურდა, თუ ეს მართალია, ალბათ, ამაზე მთელი საზოგადოება, თქვენც და მეც ვთანხმდებით, რომ რეაგირება უნდა იყოს უმკაცრესი. მაგრამ შემთხვევით არ ვამბობ „თუ“- მეთქი. ჯერ უნდა გაირკვეს სად არის სიმართლე და დადასტურების შემთხვევაში, რეაგირება უნდა იყოს უმკაცრესი. მეორე მხრივ, სიმართლეა დასადგენი, რა მოხდა სინამდვილეში, რეალურად ჰქონდა თუ არა ასეთ ფაქტს ადგილი, სხვა რაღაც ხომ არ ხდება აქ?! მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, დადასტურების შემთხვევაში, ჩემი აზრით, უნდა იყოს უმკაცრესი რეაგირება”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ:  „ქართული ოცნების” დეპუტატს, ისნის მაჟორიტარს ილია ჯიშკარიანს თანაშემწე სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად